ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია, რუსული არჩევნები უწოდეთ. თქვენ რუსეთის საქართველოში შეღწევაზე ისაუბრეთ. ფიქრობთ, რომ მოსკოვი პირდაპირ ჩაერია? ჩაერია იმაში, რასაც თქვენ გაყალბებულ არჩევნებს უწოდებთ?
არ ვიცი. ძალიან რთული იქნება იმის თქმა პირდაპირ ჩაერივნენ თუ არა, მაგრამ წინასაარჩევნო პროპაგანდა იყო პროპაგანდა, რომელიც პირდაპირ რუსულისგან იყო შთაგონებული, რომელიც პუტინის არჩევნების დროს ვნახეთ.
რასაც ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ეს რუსული ოპერაცია იყო ისაა, რომ ეს ძალიან დახვეწილი გაყალბება იყო. არჩევნების გაყალბება ჩვენთვის ახალი არაა და გარკვეულწილად, რაღაც ელემენტებს ველოდით, მაგრამ არა ამ დონემდე.
რამდენად მნიშვნელოვანია ეს მომენტი საქართველოსთვის? და მსოფლიო რატომ უნდა აკვირდებოდეს მას?
მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ჩვენ ხმას არ ვაძლევდით ერთი პარტიის ნაცვლად მეორისთვის ძალაუფლების მიცემას.
ეს შიდა პოლიტიკური საკითხი არაა. ხალხი ხმას საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებას აძლევს, იქ, სადაც გასულ წელს ვიყავით.
როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ყველაფერი მშვიდად იყო და ჩვენ სწორი მიმართულებით მივდიოდით. რამდენიმე რუსული კანონის (როგორც ამას ჩვენ ვუწოდებთ, რადგან პირდაპირ გადმოტანილია) მიღებაზე მოსახლეობამ ძალიან მწვავე რეაგირება მოახდინა, ხელისუფლება იგივე პოზიციაზე დარჩა და ჩვენ ჩვენს ევროპულ გზას ვკარგავდით.
ყველა ევროპელი ლიდერი ძალიან მკაფიო იყო, რომ თუ ამ კანონებს არ გაიწვევდნენ, თუ ეს არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად არ ჩატარდებოდა, მაშინ საქართველო ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მის ადგილს ვერ დაუბრუნდებდა.
რისი მიღწევის იმედი გაქვთ ხალხის ქუჩაში დაძახებით? არჩევნები დასრულებულია. „ქართული ოცნება“ არ მოტრიალდება და არ იტყვის, რომ არჩევნები უსამართლო იყო.
ვფიქრობ, რომ ქართველ მოსახლეობაზეა დამოკიდებული, თუ როგორი პოზიცია ექნება, თუ რა იქნება მისი ნება, ისევე, როგორც ქართველი ხალხი რუსულ კანონს აღუდგა და აჩვენა, რომ მოსახლეობა პროევროპელია. კანდიდატის სტატუსი სწორედ ამიტომ მივიღეთ.
ჩვენ ახლა გვჭირდება, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს [შედეგები]ხალხის ნება არაა, რომ ხალხიხს ნება მისი ევროპული მომავლის შენარჩუნებაა.
რამდენად გაშფოთებთ საქართველოს მომავალი? თქვენ, როგორც პრეზიდენტს, რამდენიმე კვირა დაგრჩათ. როგორ ხედავთ საქართველოს მდგომარეობას?
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მოსახლეობამ საკუთარი თავი და ნება გამოხატოს.
სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენმა პარტნიორებმა გაიგონ, თუ რა ხდება ქვეყანაში და მოსახლეობის გვერდით დადგნენ და მხარი დაგვიჭირონ, რათა ევროპულ გზაზე, რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ და არა მათ, ვინც ხალხის ხმის მიცემის უფლება მოიპარა და რუსეთს არ გაუმარტივონ საკუთარ მეზობელზე დომინანტობის კვლავ დამყარება.