თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი. გუშინ თბილისში, ოპოზიციის მანიფესტაციაზე იმყოფებოდით. ხალხის ტალღამ გასული მაისის მანიფესტაციები მოგვაგონა. თქვენ მოუწოდეთ ქართველებს გამოეხატათ მათი აზრი იმაზე, თუ რა მოხდა გასულ კვირას. რა პასუხი მოისმინეთ გუშინ საღამოს ?
პასუხი მასიური იყო. უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ეს არ იყო ოპოზიციის მანიფესტაცია, ოპოზიციის ნაწილი იყო, მაგრამ მანიფესტაცია აბსოლუტურად სპონტანური და განსაკუთრებული იყო. თბილისის მოსახლეობა მასიურად მშვიდობიანად გამოვიდა ქუჩაში იმის დასადასტურებლად, რომ ხმას, რომელიც მისცა ოპოზიციას ინარჩუნებდა. ხმა ოპოზიციის ერთობლიობას მისცეს, მაგრამ ევროპისთვის, ევროპული ქარტიისთვის. იმისათვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს მის ევროპულ გზას. ეს არის არჩევნების მიზანი და ამ მიზნის და არჩევნების მოპარვა მოხდა აბსოლუტურად უნიკალური გზით, პრეცედენტის გარეშე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ბევრი ჩარევა იყო, რომ ამ ტოტალური მოპარვის სცენარის, მრავალფორმიანი გაყალბების ინსპირაცია, გაყალბების, რომელიც იყენებდა ყველა შესაძლო რესურსს, უდავოდ კავშირში იყო საქართველოს პრორუსი მთავრობის რუს ინსპირატორებთან. ამჟამად, ამ ახალი რეალობის წინაშე ვგავართ, ეს არჩევნები მოიპარეს, მე ეს დავადასტურე, მოსახლეობამაც დაადასტურა, ეს იყო ჩემს მიერ მოწოდებული მანიფესტაციის მიზანი. ვიტყოდი, რომ ბურთი ახლა ჩვენი პარტნიორების ბანაკშია.
ვინ პარტნიორების?
ჩვენ სხვა პარტნიორები არ გვყავს, მხოლოდ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, დასავლელი პარტნიორები. სხვები საქართველოს პარტნიორები არ არიან. ჩვენი პარტნიორები ნამდვილი დილემის წინაშე არიან ; საქართველოს ევროპული სვლა შეჩერებული იყო ამ არჩევნებამდე, რომელიც დემოკრატიულად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარებულიყო. ეს ასე არ მოხდა. არის გამოძიების საკითხი საერთაშორისო მხარდაჭერით. აქ ორგანიზაციები მუხლჩაუხრელად მუშაობენ მაქსიმალური რაოდენობის კონკრეტული მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ამ გაყალბებების მასშტაბის და სისტემური ხასიათის გასაანალიზებლად. საერთაშორისო გამომძიებლების დახმარება და ეს სავარაუდოდ, მოთხოვნილი იქნება დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, და ამის საფუძველზე... ორი გზა არის, ან ჩვენი პარტნიორების ზეწოლის ქვეშ, და ამიტომ ვამბობ, რომ ბურთი მათ მოედანზეა და ამ გამოძიების საფუძველზე, რომლის შედეგი ძალიან ცხადი იქნება, მოეთხოვება ხელისუფლებას, მათზე ზეწოლით, რომ გადახედონ არჩევნების შედეგებს. ეს ერთი ვარიანტია, მე ვიტყოდი ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტი, და მეორე ვარიანტი -თუ ვერ მოხერხდება ხელისუფლების დათმობაზე წამოყვანა და ის გადაწყვეტს ამ შედეგების გამოყენებას ხელისუფლებაში და პარლამენტში მისი ვალიდურობისთვის, უდავოდ იქნება განმეორებითი არჩევნების მოთხოვნა. ეს ორი გზა არსებობს, რადგან მოსახლეობას არ აქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ მოითხოვოს მისი ევროპული გზის არჩევანის შენარჩუნება, გადარჩენა რუსული კონტროლისგან, ესაა გამოწვევა. ეს გამოწვევაა ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვის; მივატოვებთ ამ საქართველოს, რომელიც თავგადადებული იბრძვის მისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიულობისა და ევროპისთვის, ებრძვის რუსულ მაქინაციებს, ჰიბრიდულ ომს, თუ დავეხმარებით, რომ გადაარჩინოს ეს არჩევნები, მისი მომავალი და მისი ევროპული გზა.
ქალბატონო სალომე, როდესაც საქართველოს საარჩევნო კომისია ამბობს, რომ გადაითვლის რამდენიმე უბნის შედეგებს, როდესაც ქართული ოცნების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ევროპულ პროცესს, რომ საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა, რამდენად გჯერათ ამ განცხადებების ?
მე დიდი ხანია არანაირი ნდობა აღარ მაქვს. ეს ვნახეთ ქუჩის მოვლენებშიც რუსულ კანონთან დაკავშირებით და ზოგადად, მთელი რიგი მივლენების განვითარებით წლის დასაწყისიდან მოყოლებული, როდესაც მათ მეთოდები რუსეთისგან გადმოიღეს. პრემიერ-მინისტრი და ,,ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე შეგვპირდნენ... მათ აქვთ ძალიან ნათელი პროგრამა, რომელიც მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს იყო წარმოდგენილი და რომელიც გულისხმობს ოპოზიციის პარტიების აკრძალვას, რუსული კანონის მკაცრ ამუშავებას, რაც ნიშნავს მკაცრი კონტროლის დამყარებას სამოქალაქო სექტორზე და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებზე. ეს რუსული რეჟიმის დამყარებას ნიშნავს. მათი პროგრამა ნათელია. ისინი ახლა თუ არ შევაჩერეთ, მერე უკვე გვიანი იქნება. და გვიანი ნიშნავს რომ დაგვიანებული იქნება კავკასიის, სომხეთის და შავი ზღვის კონტროლისთვის. ეს იქნება კავკასიასა და საქართველოში რუსეთის პასუხი ომზე, რომლის მოგებასაც ის ვერ ახერხებს უკრაინაში. ის ცდილობს ამ ჰიბრიდული ომის მოგებას და ვფიქრობ, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ყველანაირი მშვიდობიანი საშუალება აქვთ ხელთ ხელისუფლებაზე ზეწოლის განსახორციელებლად იმისათვის, რომ მან პატივი სცეს არჩევნების შედეგს. ასევე, ვიტყვი, რომ მათ რომ პატივი ეცათ არჩევნების შედეგებისთვის, იმ გაყალბებების გათვალისწინებითაც კი, რაც პროგნოზირებადი იყო, გვეყოლებოდა კოალიციური ხელისუფლება, სოლიდური ოპოზიციური პარტია ქართული ოცნების სახით, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მიიღებდა 30%-მდე ხმას, შეინარჩუნებდა ძალაუფლებას ჯერჯერობით მაინც ადგილობრივ ხელისუფლებებში და ყველა ინსტიტუციებში, რომლებსაც ,,ქართული ოცნება“ უკვე აკონტროლებს სრულიად, როგორც ერთი პარტია, გარდა პრეზიდენტის ინსტიტუტისა. მაგრამ მეც მითხრეს, თუ რა ბედი მეწევა; ხელახალი იმპიჩმენტი, გადაყენება... ,,ქართული ოცნების“ პროგრამაა საქართველოს სრულიად კონტროლში მოქცევა.
ეს დიდი რაოდენობა ქართველებისთვის კოშმარია. თქვენის აზრით კონკრეტულად რა გეგმა აქვს საქართველოში ვლადიმერ პუტინს ?
მე არ მაინტერესებს რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს საქართველოში. მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას არ სურს ვლადიმერ პუტინის გეგმები საქართველოში. 33 წელია, რაც ყველა გამოკითხვებში, არჩევნებში ქართველები ადასტურებენ რომ სურთ ევროპული გზა. ეს ერთ ღამეში არ შეცვლილა. დღეს მათ ვლადიმერ პუტინი კი არ აინტერესებთ, არამედ ის, თუ რა რეაქცია ექნებათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს უახლოეს ევროპულ საბჭოზე და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების რეაქცია, მიუხედავად იმისა, რომ მათაც არჩევნები აქვთ. ზოგიერთი რეაქცია უკვე ცნობილია. ჩვენ ყველანი ერთად და სოლიდარულები ვართ ამ საქმეში. ის,რაც მოხდება საქართველოში გავლენას მოახდენს იმაზე, რაც მოლდოვაში მოხდება, რაც ევროპაში მოხდება სხვა არჩევნებზე და სავარაუდოდ რაც მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ ყველანი...
ქალბატონო პრეზიდენტო, უკანასკნელი შეკითხვა. თქვენ ამბობთ რომ ბურთი თქვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მოედანზეა. რას მოელით თქვენ მანამდე ქართველებისგან ?
ქართველები ქუჩაში იყვნენ გუშინ საღამოს, და გამოვლენ ყოველ ჯერზე, როდესაც ამას ვთხოვთ. ასევე როდესაც ვთხოვთ გამოსვლას, მკაფიოდ უნდა განვმარტოთ მანიფესტაციის მიზანი. გუშინ ყველაფერი ცხადი იყო, უნდა გვეჩვენებინა, რომ მოსახლეობას ჰქონდა განცდა რომ არჩევნები მოიპარეს, თბილისის მოსახლეობას ყოველ შემთხვევაში, რადგან ეს მანიფესტაცია 24 საათზე ნაკლებ დროში ჩაინიშნა და მხოლოდ დედაქალაქში მიმდინარეობდა. ეს საქართველოს მოსახლეობის სიღრმისეული განცდაა, ყველასი, ვისაც შეიძლება დაელაპარაკოთ, გარდა რა თქმა უნდა ,,ქართული ოცნების“ ირგვლივ მყოფი პოლიტიკური ბანდის გარდა.
თქვენი ადგილი ამ ქართველებს შორის იქნება ?
მე მოვიწვიე ეს მანიფესტაცია. მე ჩემს თავზე ავიღე, მანიფესტაციამდე გამომეცხადებინა, რომ ეს არჩევნები მოპარული და არალეგიტიმური იყო. და მე ვუთხარი გუშინ შეკრებილ ხალხს, მე ვიქნები მათთან და მათ გვერდით ბოლომდე!
თქვენს წინააღმდეგ გაჟღერებული მუქარის მიუხედავად ?
მე არ ვიცი რა მუქარაა (ჩემს წინააღმდეგ), მაგრამ კარგად ვხედავ თუ რა ემუქრება საქართველოს.
გმადლობთ, რომ პასუხობდით ჩვენს შეკითხვებს თბილისიდან, საქართველოდან.