ჩემთან ერთად იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. კვლავ, საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო შედეგის გაყალბებაზე არ მიუთითებენ. რატომ არ აღიარებთ, მაინც, არჩევნების შედეგებს?
პირველ რიგში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნების კანონიერებას, რომელიც ახლახან ჩატარდა, არ გმობენ. მათ (საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს) ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაცია აქვთ მისაღები. ჩვენი ადგილობრივი დამკვირვებლები კი ძალიან მკაფიოდ საუბრობენ ინციდენტების რაოდენობასა და იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მივიღე გაყალბების სხვადასხვა ფორმაზე, განმეცხადებინა ის, რაც გუშინ ვთქვი, რადგან შედეგები ეწინააღმდეგება ქვეყანაში ჩატარებული ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვის ტენდენციას, განსაკუთრებით კი რუსული კანონისა და ქუჩაში პროტესტების შემდეგ, რაც აჩვენებს, რომ მოსახლეობა ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ევროპული გზა და პროევროპულ ძალებს მხარს უჭერს. ასე რომ, ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს და ვფიქრობ, ქართველი ხალხი ამ მსჯელობას ქუჩაში დაადასტურებს.
„ქართული ოცნება“ მარტო მართავს ქვეყანას, მაგრამ ახლა მას კოალიციის შექმნა სჭირდება, ხოლო ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არ ითანამშრომლებს. მეტი გავლენა არ ექნებოდა ოპოზიციას თუ „ქართულ ოცნებასთან“ იმუშავებდა?
მგონი ხუმრობთ. პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას “არანაირი განზრახვა არ აქვს, რომ ვინმესთან კოალიცია შექმნას. მათ უმრავლესობა აქვთ და იმედოვნებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობასაც, რაც ვფიქრობ, ხსნის დარღვევების იმ მასშტაბს, რომელთა მიზანიც 60%-ის მიღწევა იყო, რათა თავიანთი პროგრამა გაეტარებინათ, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს გულისხმობს, შემდეგ ოპოზიციური ძალების ციხეში ჩასმას და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის გასამართლებას. არ ვფიქრობ, რომ ეს კოალიციის გეგმაა. კოალიცია იყო პროევროპული ძალების გეგმა. ვაპირებდი ოთხ პროევროპულ პარტიასთან ერთად ტექნიკური მთავრობის შექმნას, რათა კოალიციისთვის დასაწყისი გამარტივებულიყო. ეს შანსი მმართველ პარტიის მიერ არ იქნა მოცემული, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში 30%-იანი ადგილი ექნებოდა პარლამენტში და დემოკრატიული ოპოზიციური ძალა იქნებოდა. ეს არ არის ის გზა, რომელიც მათ აირჩიეს. მათ დიქტატურა აირჩიეს და არა დემოკრატია.
დედაქალაქი თბილისი არჩევნების შემდეგ მშვიდია. ახლა თქვენ პროტესტისკენ მოუწოდებთ. რა გაძლევთ დარწმუნების საშუალებას რომ ხალხი თქვენს მოწოდებას უპასუხებს?
დღეს საღამოს აქ იქნებით. ერთად ვნახავთ.
რა მიზნის მიღწევას იმედოვნებთ ამ პროტესტებით?
არაფრის მიღწევა არ მჭირდება. ჩემი შეფასება მკაფიოდ გამოვხატე. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა, ვისაც ამ შეფასებას უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან სწორედ მათ დაინახეს თუ როგორ მოიპარეს მათი ხმები, ძალადობრივად სწორედ მათ აიძულებენ იმ რეჟიმისკენ, რომელიც უფრო რუსეთის მსგავსი იქნება, ვიდრე ევროპული დემოკრატიული ქვეყნის. თუ ეს არ შეიცვალა, ხალხი ქვეყნიდან წავა, ხოლო ადამიანის უფლებები და თავისუფლება სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება.
თუ მშვიდობიანმა პროტესტებმა მიზნებს ვერ მიაღწია, რა იქნება შემდეგ?
მომავლის პროგნოზირება არ შემიძლია. ვფიქრობ, რომ მშვიდობიანი პროტესტები, განსაკუთრებით ამ ქვეყანაში, არ იწყება იმის გარანტიით, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევ. ვფიქრობ, ბევრი სხვადასხვა სტრატეგია არსებობს. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ ახალი არჩევნების მოთხოვნაზე და ალბათ, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით, რათა დარწმუნდნენ, რომ ის(არჩევნები) გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება. ასევე, უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებენ იმის შესახებ თუ რა მოხდა, რათა მტკიცებულებები რეალურად წარმოადგინონ. ასე რომ, პოლიტიკურმა პარტიებმა სტრატეგია უნდა მოიფიქრონ. მე აქ ვიქნები, რამდენი ხანიც შემიძლია, რადგან ეს შესაძლოა, სამუდამო არ იყოს, მაგრამ ამ ქვეყანაში ის დამოუკიდებელი ინსტიტუტი ვიქნები, რომელიც ამ გზაზე დიქტატურის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს.
მმართველი პარტია პოზიციონირებს როგორც ერთადერთი ძალა, რომელსაც რუსეთთან მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია. ეს მნიშვნელოვანია ბევრი ქართველისთვის, ვისაც სურს უკრაინაში მიმდინარე ომის თავიდან აცილება. რას ეტყვით ამ ადამიანებს?
ამ ხალხს ვეტყვი, რომ არ არსებობს ქართველი, ვისაც ომი სურს, რადგან ჩვენ ვიცით, რა არის ომი, არამხოლოდ რუსეთთან, მაგრამ განსაკუთრებულად რუსეთთან, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. ასე რომ, ეს მთელი მოსახლეობის საერთო წუხილია. თუმცა, ჩვენ ასევე ვიცით, ერთადერთი რასაც ამ ქვეყნის ომისაგან დაცვა შეუძლია არის შიდა სტაბილურობა, დემოკრატია და ევროპისაკენ მიმავალი გზა.
რა დევს სასწორზე ახლა საქართველოსთვის?
მისი მომავალი.
და ამ სიტუაციაში, რას ელით ევროკავშირისგან? რა კონკრეტული ნაბიჯები გსურთ ბრიუსელიდან, ქალბატონო პრეზიდენტო?
მგონია, რომ ბრიუსელი ძალიან მკაფიო უნდა იყოს, როგორც რუსული კანონის შემდეგ, იმის თაობაზე, თუ რას მოითხოვს (ევროკავშირი) ამ მთავრობისგან: ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულება, ყველა რუსული კანონის უარყოფა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ვფიქრობ, მთავრობამ ვერცერთის შესრულება ვერ მოახერხა, პირიქით, საარჩევნოდ ოპოზიციის ლიდერების დაკავების პირობა გასცა, სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და მედიაზე კონტროლის დაწესება. არ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ევროპელი პარტნიორებისთვის მისაღები იყოს.
ბოლო კითხვა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს საღამოს ჩამოდის. ამჟამად უნგრეთი ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ორბანმა უკვე მიულოცა „ქართული ოცნების“ ლიდერებს არჩევნებში გამარჯვება. რას ფიქრობთ მისი ვიზიტის შესახებ?
არ ვფიქრობ, რომ მას აქვს რაიმე მანდატი ევროკავშირისგან და ვფიქრობ, რომ ძალიან პოლიტიკურად ინფორმირებულ ქართველ ხალხს ნათლად ესმის - ის ჩამოდის, მხოლოდ ახლანდელი მმართველი უმრავლესობის მეგობრად და ახალი მცდელობისთვის, რომ ფსიქოლოგიურად მოახდინოს გავლენა მოსახლეობაზე, მაგრამ ჩვენ ამაზე (ფსიქოლოგიურ გავლენის მიმართ) მტკიცენი ვართ.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო.