ინტერვიუ Euronews-სთან

ინტერვიუ Euronews-სთან 

დასუსტებული ოპოზიცია გაერთიანდა ბლოკში, რომელიც სავარაუდოდ, ოქტომბრის არჩევნებში ხმების 60%-ს მოიპოვებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-ს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ ეს ბრიუსელს თბილისთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებისაკენ უბიძგებს.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტს ბევრი გამოწვევა ახლავს.

ყოფილი ფრანგი დიპლომატი მტკიცე პროევროპელია და ამჟამინდელი უმრავლესობის პრორუსულ მიმართულებას ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ბრიუსელმა გასული წლის ივნისში თბილისთან მოლაპარაკებები გაყინა მმართველი პრორუსული უმრავლესობის მიერ სადავო კანონპროექტის მიღების გამო. კანონი იმ რუსული ზომების ასლია, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მკვეთრად შეზღუდვას ითვალისწინებს.  

შემდეგ, სექტემბერის თვეში, პარლამენტმა ე. . „ოჯახური ღირებულებების“ კანონი მიიღო, რომელმაც ლგბტქ+ თემის უფლებებს უამრავი დაბრკოლება შეუქმნა - არსებული რუსული კანონმდებლობის კიდევ ერთი ახლო ასლი. ზურაბიშვილმა პირველ, რუსულ კანონს ვეტო დაადო, პარლამენტმა დაძლია ის, მეორე კანონს კი ხელი არ მოაწერა.

ახლა, როდესაც ოქტომბრის მოახლოებული არჩევნები გველის, სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა ამჟამინდელი კვლავ სახელისუფლო პრორუსულ პარტიას „ქართულ ოცნებასა“ და დანაწევრებულ, პროევროპულ ოპოზიციას შორისაა გაყოფილი.

ოპოზიცია დასუსტებულია, გახლეჩილიპიროვნული მეტოქეობითა და განსხვავებული იდეოლოგიური საფუძვლებით, რამაც წარსულში მისი დამარცხება გამოიწვია.

ბრიუსელში, „ევრონიუსის“ ჟურნალისტ სერხიო კანტონესთან საუბრისას ზურაბიშვილმა ის  მწვავე საკითხები განმარტა, რომელიც ქვეყანას აწუხებს, ურთიერთობა მოსკოვთან, რომელსაც მისი ტერიტორიის მეხუთედი ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს და ის თუ რატომ უნდა შესთავაზოს ევროკავშირმა ოპოზიციას სრული მხარდაჭერა ინასაარჩევნო კამპანიის ბოლო კვირებში.

უკავშირდება თუ არა თქვენი ევროპული ტური ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს? რატომაა ეს არჩევნები გადამწყვეტი?

აბსოლუტურად. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი განსაზღვრავენ, სულ მცირე, უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპული მომავლის ბედს და ჩვენს გზას ევროკავშირში ინტეგრაციისას მოლაპარაკებების გახსნით. ასე იყო უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში და ასე უნდა ყოფილიყო საქართველოს შემთხვევაშიც, ამ გზიდან გადახვევა რომ არ დაწყებულიყო. ველი, რომ საქართველოს მოსახლეობა იმის ერთგული დარჩება, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (1991 წ.) სურსყველა გამოკითხვის შედეგად, მოსახლეობის 80%-ს არასოდეს შეუცვლია აზრი. მათ ყოველთვის ევროპული მომავალი, ევროატლანტიკური ინტეგრაცია სურდათ.

ხელისუფლების პრორუსული შემობრუნება გარე ზეწოლის გამო იყო?

ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს არჩევნები დე ფაქტო რეფერენდუმია: დიახ ევროპას, ან ოდნავ გაურკვეველ წარსულში დაბრუნება.

ევროპაში ჩემი მოგზაურობის შესახებ მეკითხებოდით. მე ვსტუმრობ ბერლინს, ვარშავას, ბრიუსელს და პარიზს. ის, რაც მინდა მივიღო ჩვენი პარტნიორებისგან და ჩემი შეხვედრებიდან არის იმის ცოდნა, რომ თუ საქართველოს მოსახლეობა ევროპული ბედის სურვილს დაადასტურებს, ჩვენი პარტნიორები მზად უნდა იყვნენ გაწევრიანების პროცესი ძალიან სწრაფად განახლებისათვის, მოლაპარაკებების გახსნამდე უნდა მიგვიყვანომომავალ წელს, ივნისში, თუ ეს შესაძლებელია, ევროპულ საბჭოში.

ბრიუსელმა გასული წლის ივნისში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეაჩერა სადაო კანონპროექტის შედეგად, რომელიც ევროკავშირის პრინციპებს არღვევდა და რომელიც განკუთვნილი იყო უცხოური დაფინანსებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისა და კონტროლისთვის. ეს რუსული კანონის ასლი იყო?

დიახ, ეს არის კანონი, როგორც რუსეთში იყო, ე.წ. უცხოური დაფინანსების (რომლითაც აშკარად ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია სარგებლობს) გამჭვირვალობის მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაკონტროლებლად.

ეს ეხება ყველა ორგანიზაციას, თუნდაც ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ოცდაათი წელია მუშაობენ საქართველოში, რათა დაეხმარონ ინსტიტუტების მშენებლობას და ფაქტობრივად, ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მათ ყველას ეშინიათ ამ კანონის, რომელიც რუსეთში გამოიყენება და რომელიც უცხოური ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის კანონით დაიწყო.

თქვენთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, როგორ მუშაობს თქვენთვის დღევანდელ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაცია? ეს არის მთავრობა, რომელმაც მოსკოვთან დაახლოება აირჩია, რაც თქვენი პოზიცია არაა, მართალი ვარ?

არა მარტო ხელისუფლება, ვიტყოდი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 180 გრადუსიანი შემობრუნება განიცადა. მათი თავდაპირველი განცხადებები და კამპანია ძალიან პროევროპული იყო, ისევე როგორც საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა ხელისუფლებისა.

მაშ, რა მოხდა?

რა მოხდა - მათ უნდა ჰკითხოთ, იყო თუ არა ზეწოლა რუსეთის მხრიდან? ითამაშა თუ არა უკრაინის ომმა როლი და რა მხრივ? მაგრამ რეალობა არსებობს. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქუჩაში გამოვიდა და სწორედ ამიტომ, არჩევნებმა საარჩევნო ყუთთან უნდა დაადასტუროს ის, რაც მოსახლეობამ გასულ მარტს ქუჩებში თქვა.

როგორ ხედავთ ევროკავშირის პოზიციას, რომელმაც გადაწყვიტა გაეყინა თქვენი ქვეყნის გზა?

გულდაწყვეტილი ვარ, რომ ევროკავშირის პროცესი გაყინულია, მაგრამ ეს მესმის, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ არ მოუსმინა ევროპის ხელისუფლების, ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორის და ყველა ევროპული ორგანიზაციის მოწოდებებს, რომლებთანაც უკვე 30 წელია ვთანამშრომლობთ. მათ ეს რჩევა არ გაითვალისწინეს და ეს კანონი, ჩემი ვეტოს მიუხედავად, რომელმაც მათ საშუალება მისცა კიდევ ერთხელ გადაეხედათან გამოეთხოვათ იგი - შეინარჩუნეს.

გაყინვა მოსალოდნელი იყო. ჩემი შეშფოთების საგანი დღეს ფაქტობრივად, არის ის, რომ როგორც იმედი მაქვს, არჩევნები დაადასტურებს იმას, რასაც მოსახლეობა ქუჩაში ამბობდა, კერძოდ, რომ მას არ უნდა ეს კანონი თუ ეს ახალ მიმართულებები, რომლებიც გვაშორებს ევროკავშირს.

თუ ამ არჩევნებში პროევროპული ოპოზიციური პარტიები გაიმარჯვებენ, ეყოლებათ მათ საკმარისი დეპუტატები მთავრობის შესაქმნელად?

არის ოთხი პროევროპული პარტია, რომლებსაც გამოკითხვების მიხედვით, დაახლოებით, 60% (მხარდაჭერის) უნდა ჰქონდეს. ასე რომ, ისინი შეძლებენ კოალიციის შექმნას, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში. ამ პარტიებს გაერთიანება შევთავაზე და არა ერთმანეთთან, რადგან ისინი სხვადასხვა პოლიტიკურ ოჯახებს წარმოადგენენ, არამედ „ქართული ქარტიის“ გარშემო, რომელიც ევროპულ გზაზე დაბრუნების ფორმულაა. ამ ოთხმა პარტიამ ქარტიას ხელი მოაწერა, რომელიც პრაქტიკულად, მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში, მათი სამოქმედო გეგმაა, რათა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ხელახლა დაუკავშირდნენ.

რას ითხოვთ ბრიუსელისგან ამ არჩევნების კუთხით?

ერთი თვე გვაქვს დარჩენილი. ევროპას სხვა არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, რომ დაადასტუროს და სწორედ ამას ვითხოვ ამ ვიზიტში, რომ თუ არჩევნები პროევროპულმა პარტიებმა მოიგეს, თუ ,,ქარტია“ არჩევნების შემდეგ ძალიან სწრაფად განხორციელდება, როგორც კი პარლამენტი ჩამოყალიბდება, ევროკავშირი გაფართოების მოლაპარაკებებს განაახლებს იქ, სადაც შეჩერდა.

შიშობთ, რომ გაყალბება არჩევნების შედეგების შესაცვლელად იქნება გამოყენებული?

არჩევნების გაყალბება სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცნობილი ფენომენია და ასევე, გაზომვადია.

კვლევებით, ჩვენ თითქმის ზუსტად ვიცით, რომ მოსახლეობის 60 % პროევროპელებს მისცემს ხმას, ხოლო 40% მმართველ პარტიას. გაყალბების შესაძლებლობის ჰიპოთეზა ამ გამოთვლების მეტ-ნაკლებად გათვალისწინებულია. ამ გამოთვლებში შედიან ის ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობენ და რომლებსაც თავის სამსახურებთან დაკავშირებული ინტერესები, ან შეშფოთებები აქვთ. ამიტომ, ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგად არის ცნობილი. სანამ მშვიდობიანი ვითარებაა იქნება და საზოგადოება რჩება მობილიზებული, როგორც ეს დღეს არის, გამარჯვება პროევროპულების იქნება.

თუ საქართველოს გეოგრაფიულ და გეოპოლიტიკურ მდებარეობას შევხედავთ, მივხვდებით რატომ არის ეს არჩევნები ევროპისათვის მნიშვნელოვანი...

ნამდვილად.  ვიტყოდი, რომ დავიწყოთ ჩვენი უშუალო მეზობლიდან- სომხეთიდან, რომელიც ახლა ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენებისა და დაჩქარების პროცესშია. რა თქმა უნდა, როდესაც რუკას ვუყურებთ, სომხეთის ევროპასთან კავშირი საქართველოს ითვალისწინებს, იმ საქართველოს, რომელიც ასევე პროევროპულია.

მეორე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვისათვის, რადგან ის უკრაინის კონფლიქტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თუმცა, შავი ზღვის ქართული სანაპირო აუცილებელია ევროკავშირისათვის, რათა განახორციელოს კავშირბადობის ინფრასტრუქტული პროექტები, რომლებიც ევროპული პროექტების ნაწილია. და ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს სტაბილური, მშვიდობიანი და ვიტყოდი თანამშრომლობითი  შავი ზღვა.

შემდეგ, პრაქტიკულად იგივე დროს, არჩევნებია მოლდოვაში, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. და ეს არის  ევროპის გაფართოების მომავალიც, უკრაინა კი, ამ ბოლო დიდ ბროლებს აწარმოებს.

საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, 2008 წლის შემდეგ, მოსკოვის მიერაა ოკუპირებული და რუსები გეგმავენ აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენებას..

ეს მათი პროექტის ნაწილი და ცოტა პროვოკაციაა შავ ზღვაზე კავშირის შენარჩუნების ან დამყარების მიზნით. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და მისი ევროპული გზის კონსოლიდაცია, მისი სანაპირო ზოლის კონსოლიდაცია და მნიშვნელოვანი საზღვაო პორტების აშენება, რომლებიც ასევე ევროპელი და ამერიკელი პარტნიონერების ინტერესში იქნება, როგორც ამ სტაბილურობის ელემენტი.

როდესაც საქართველოზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ვფიქრობთ რუსეთის ზეწოლასა და რუსეთის როლზე. თუმცა, ასევე არის ირანი, რომელიც არც თუ ისე შორსაა და რომელთანაც მთავრობამ ბოლო პერიოდში გარკვეული ურთიერთობა დაამყარა...

ვიტყოდი, რომ ჩვენ ირანელ მეზობელთან ყოველთვის სტაბილური ურთიერთობა გვქონდა, ძალიან ახლო კავშირის გარეშე, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ეკონომიკური ურთიერთობები და ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში მოხდა საქართველოს ხელისუფლებასთან არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი ჩვეულებრივზე უფრო ღიაა ირანის ხელისუფლებასთან და ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის წარმოჩინების ნაწილია, სადაც ვუახლოვდებით რუსეთს, ირანს და ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც  ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების კარგი მეგობრები არ არიან. ასე რომ, ეს პოლიტიკური თამაშია, მაგრამ რას შეეხება ირანს, ჩვენ მუდამ ვცდილობდით სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებას კონფრონტაციის გარეშე და ამ დრომდე ჩვენ ყოველთვის წარმატებულები ვიყავით.

რუსეთიდან და ირანიდან მიგრანტები საქართველოში არ ჩამოდიან?

ირანელი მიგრანტების გაზრდილი რაოდენობა არ არის. იყო პერიოდები, როდესაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისა და სხვა მიზეზების გამო (რომლებსაც მე არ ვიცნობ) ბევრად მეტი [მიგრანტი ჩამოდიოდა].  დღესდღეობით მათთვის [ეს] უფრო ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება. ის ასევე ნაკლებად მიმზიდველია რუსეთისათვის.

ჩვენ [მიგრანტების] დიდი ტალღა გვქონდა უკრაინაში ომის დაწყებისას, განსაკუთრებით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რამაც ბევრი ახალგაზრდა რუსის საქართველოში ჩამოსვლა გამოიწვია.

ზოგიერთ დასახლდა, ზოგი სხვა რეგიონებში წავიდა, უმეტესწილად, შუა აღმოსავლეთში და ევროპაში. გარკვეული რაოდენობა დაბრუნდა [რუსეთში], როდესაც მობილიზაცია ოდნავ შემცირდა. 

დღეს საქართველოში, დაახლოებით, 60 000 რუსი რჩება, რომლებიც მეტ-ნაკლებად დამკვიდრებულნი არიან და რომლებთან მიმართებაშიც პრაქტიკულად, არანაირი ინციდენტები არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები რუსეთის მიმართ ენთუზიაზმით არ არიან განწყობილნი.

თუმცა, რაც შეეხება იმ რუსებს, რომლებიც დასახლების მიზნით ჩამოდიან - არანაირი რეალური კონფლიქტი მათთან მიმართებაში არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვგარეშეა, რომ ისინი  მთავრობიდან მხრიდან ოდნავ უფრო ფრთხილ მონიტორინგს იმსახურებენ, რადგან ამ 60 000-ში აუცილებლად იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს გარდა, სხვის ინტერესებს ემსახურებიან. 

არჩევების შემდეგ, თქვენ ინსტიტუციური როლი გექნებათ მთავრობის ფორმირებაში? უკვე წარმოგიდგენიათ როგორ უნდა შეიქმნას კოალიცია, საკმაოდ დანაწევრებული ოპოზიციით?

მე მაქვს ჩემი ხედვა, მაგრამ არა [კოალიციის] შექმნის თაობაზე. როგორც ვთქვი, მხარეებს საკმაოდ განსხვავებული მახასიათებლები და ხედვები აქვთ, გარდა იმისა, როდესაც საქმე ეხება ევროპულ პროგრამას, საკმაოდ რთული იქნება სწრაფი ტემპით მოძრაობა, რადგან არ ვართ მიჩვეული კოალიციურ მთავრობას.

სწორედ ამიტომ, მე ვთავაზობ ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება [ბრიუსელთან] მოლაპარაკებების დაწყებამდე საქართველოს მხარდაჭერაზე. პროგრამა კარგადაა ცნობილი. ეს არის ნაბიჯების ერთობა, რომლებიც უნდა გადაიდგას სხვადასხვა ევროპული რეკომენდაციის შესასრულებლად.

ეს შეიძლება იყოს საწყისი პერიოდის სამოქმედო გეგმა - დრო, რათა ეს პარტიები დაფიქრდნენ და შეთანხმდნენ როგორი იქნება კოალიციური მთავრობა ამ პერიოდის დასრულებისათვის. ვფიქრობ, რომ ეს არის ცვლიელბის ყველაზე სტაბილური ფორმულა. ჩვენ კოალიციური მთავრობის არანაირი გამოცდილება არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდს ამიტომ, ეს ის საკითხია, რომელზეც გულდასმით დაფიქრებაა საჭირო.

 

სხვა სიახლეები