მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო. გუშინ თქვენმა პარლამენტმა ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მიიღო. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე?
იმავეს, რასაც მთელი საქართველოს მოსახლეობა, ან მისი აბსოლუტური უმრავლესობა. ეს მეტ-ნაკლებად დუბლირებაა იმ კანონის, რომელიც რუსეთში რამდენიმე წლის წინ მიიღეს და შემდეგ ცვლილება განიცადა ისე, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ყველანაირი უფლება ჩამოერთვა. [საქართველოში] ეს კანონი გასული წლის მარტში წარადგინეს, რომელიც მასობრივი პროტესტის და ასევე, ჩვენი ევროპელი პარტნიორების კრიტიკის ობიექტი იყო. ის მოსახლეობისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის მიცემული იმ დაპირებით გაიწვიეს, რომ აღარასოდეს განიხილავდნენ.
წელს კი, უმიზეზოდ, მოულოდნელად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე მუშაობის პროცესში, უმრავლესობამ ეს კანონი წარადგინა. მოატყუა საკუთარი მოსახლეობა და კანონს ისეთ რიტორიკასთან ერთად წარადგენს (რაც ვფიქრობ ამ ქვეყანაში ჯერ არ მოგვისმენია), რომელიც ჩვენს პარტნიორებს უცხოურ გავლენად წარმოაჩენს, თითქოს ამ ქვეყანაზე გავლენას ახდენენ მეორე ფრონტში ჩასართავად, რაც ქვეყანას დესტაბილიზაციისკენ და ხელისუფლების დამხობისკენ უბიძგებს.
ძალიან დიდი კონსპირაციის თეორიაა, რომლის მონაწილეები წლების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ჩვენი საუკეთესო პარტნიორები არიან. ასე რომ, ეს მოსახლეობისთვის გაუგებარიცაა და ძალიან საშიშიც, რადგან ეს იმ ყველაფერთან გვაპირისპირებს, რისკენაც ვისწრაფვით: ევროპულ გზასთან, რომელიც სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებით განმტკიცდა და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის იმედთან.
ევროკავშირმა და ნატომ მოითხოვეს ამ კანონის გაწვევა. Შესაძლებელია? შეგიძლიათ, მაგალითად, ვეტო დაადოთ და შეაჩეროთ ეს კანონი?
შემიძლია ვეტო დავადო და დავადებ, რადგან ეს, ვიტყოდი, სიმბოლური რეაქციაა იმ „არა“-ს პარალელურად, რომელსაც მასობრივ დემონსტრაციებზე ამბობენ. ვეტოს დაძლევენ, რადგან მმართველ პარტიას უმრავლესობა აქვს. მათ აჩვენეს, რომ ძალიან მონოლითური უმრავლესობა და მონოლითური, ერთპარტიული მმართველობა აქვთ, ასე რომ, მე, ისევე როგორც მოსახლეობას, ილუზია არ მაქვს, რომ ისინი [პარლამენტი] გადახედავენ იმას, რისთვისაც განხილვის პროცესში არაერთხელ შეეძლოთ გადაეხედათ.
ასე რომ, ჩვენ გვექნება კანონი, სხვა კანონებიც, რომლებიც ასევე, ევროპულ რეკომენდაციებს და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს ჩემი პირველი ვეტო არაა. მაგრამ ამ პროცესის ერთადერთი რეალური შედეგი და საკითხი, თუ როგორ დავბრუნდეთ ევროპულ გზაზე იქნება არჩევნებით, ახალი უმრავლესობის არჩევით, რომელიც იმ კანონებს გააუქმებს, რომლებიც ჩვენს ევროინტეგრაციის გზას ეწინააღმდეგება და რაც მნიშვნელოვანია, მიიღებს კანონებს, რომლებსაც ჩვენი პარტნიორები, ევროპელი პარტნიორები თვეების განმავლობაში ელიან, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, ანტიკორუფციული კანონები, კანონები ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესახებ. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რადგან ჩვენ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოთხოვნის ფორმაში ვიყოთ. რაც იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს თუ არა, მომდევნო წლის დასაწყისში მაინც მოხდება.
ანუ, როგორც ამბობთ, თქვენ ევროკავშირის გზიდან არ გადადიხართ და ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ხართ, რომ რუსეთის მიუხედავად, შეძლებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას?
ამ ქვეყანაში გვექნება ჩარევები, პროპაგანდა, კიბერშეტევები და სოციალური ქსელების გამოყენება. ახლა ყველა, ჩემს გარდა, ტელეფონზე მუქარის შეტყობინებებს იღებს. ასე რომ, ეს ყველაფერი ამ ქვეყნისთვის სიურპრიზი არ იქნება.
მაგრამ ვფიქრობ, ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ როგორი რესურსიც არ უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა რეჟიმებს, თუ მოსახლეობა ერთი მიზნის ირგვლივ მობილიზებული და ერთიანია, (და ეს მიზანი ახლა ძალიან ნათელი, ცხადი და კონკრეტულია) მაშინ არჩევნების გაყალბების ყველა მცდელობა უშედეგოა. იმედიანად ყოფნისათვის ბევრი მიზეზი გვაქვს. ყველა ვხედავთ, რომ ახალგაზრდები ახლა პოლიტიკაში ისე არიან ჩართულნი, როგორიც არასოდეს გვინახავს საქართველოს უახლოეს წარსულში. ისინი [არჩევნებზე] ევროპულ მომავალს მისცემენ ხმას. და მოსახლეობის მეორე ნაწილი, რომელიც არჩევნებში ბოლო წლებში არც თუ ისე აქტიურად მონაწილეობდა, ეს დიასპორის ერთი მილიონი ამომრჩეველია, რომელთაც საქართველოს ევროპული მომავალი ასევე ძალიან ანაღვლებთ. ასე რომ, დიახ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
კარგია. თქვენს ქვეყანაში, ქუჩაში არსებულ ვითარებას როგორ აღწერდით?
ქუჩებში უკიდურესად წყნარი, სათანადო დემონსტრაციები გვაქვს, რომლებსაც ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფი აორგანიზებს. ახალი ჯგუფები იქმნება. არის ჯგუფი, სადაც მშობლები და ბავშვები ერთად არიან. მაგალითად, აღდგომის წირვაზე ეკლესიის წინ, დემონსტრაციის ადგილას ხალხი სანთლებით ხელში ერთად იდგა. ასე რომ, ეს პროტესტის ძალიან გონივრული და განვითარებული ფორმაა. მაგრამ ადგილი აქვს დაშინებებს, ძალადობას. უნდა აღვნიშნო, რომ პოლიცია საკმაოდ სწორად რეაგირებს, მაგრამ არიან სხვა ძალები, რომლებიც სტანდარტების შესაბამისად არ მოქმედებენ და ეს ძალიან დიდი რისკია. ამას ძალადობისა და დესტაბილიზაციის სპირალის პროვოცირება შეუძლია. ვფიქრობ, ჩემი რჩევით, ჩემი სიტყვით ყველაფერს ვეცდები, რადგან ესაა ჩემი ძალა და სხვა არაფერი, რომ პოლიტიკურ და სამოქალაქო ორგანიზაციების ძალებთან ერთად შევეცადოთ ეს მოძრაობა შევინარჩუნოთ, რათა ბოლომდე არჩევნებამდე მივიდეთ და პასუხი მივიღოთ, სად უნდა იყოს საქართველო.
დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებას მიაღწევთ. დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ.
მადლობა.