ჩვენი სტუმარია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა რომ ის ,,უცხოური გავლენების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს. ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა თქვენი დროისათვის.
ფიქრობთ, რომ ამ კანონის შეჩერება და გაუქმება ჯერ კიდევ შესაძლებელია?
ეს კანონი ერთხელ უკვე შეჩერდა მასობრივი დემონსტრაციებისა და ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების პროტესტის გამო. მაგრამ მთავრობის პირობის მიუხედავად, რომ ამას არასდროს გააკეთებდა, მისი ხელახლა წარდგენა მაინც მოხდა და ის, თუ როგორ წარადგინეს და განიხილეს ეს კანონპროექტი, როდესაც ოპოზიციას დასწრების საშუალებაც კი არ მიეცა, არ მაძლევს იმის იმედს, ვიფიქრო, რომ ისინი ამ კანონს უკუაგდებენ.
გულწრფელად, რომ გითხრათ, გაიწვევენ თუ არა ამ კანონს ამას ახლა დიდი მნიშვნელობაც არ აქვს, რადგან სრული სურათია შემაშფოთებელი - ერთ მხარესა სხვა კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისათვის საჭირო ევროკომისიის რეკომენდაციებს, მეორე მხრივ კი, არ არსებობს პროგრესისათვის საჭირო მიმართულებების კანონები, არ მხრივ არაფერი კეთდება.
მესამე ნაწილი კი რიტორიკაა, რომელიც ძალიან ანტიდასავლური და ანტიევროპულია. ეს შეეხება მმართველი პარტიის მთელს ვერტიკალს, დაწყებული პარტიის საპატიო თავმჯდომარით, ბიძინა ივანიშვილით, დასრულებული ყველა ლიდერით. ისინი, ყველა ერთი ენით საუბრობს და ჩვენს 30 წლიან პარტნიორებს, რომლებიც რეალურად დაგვეხმარნენ ჩვენი ქვეყნის, მისი დამოუკიდებლობისა და განვითარების მშენებლობაში, უცხოურ აგენტებს უწოდებენ, რომ მათ სურთ ქვეყნის დანგრევა, დესტაბილიზაცია და მთავრობის დამხობა. ეს ძალიან რუსული რიტორიკაა და არის ის, რასაც რუსეთი მუდამ ამბობს.
რამდენად არის შეშფოთება გამოხატული თქვენს საუბრებში ამერიკასთან და ევროპასთან, რას ნიშნავს ეს ყველაფერი ევროკავშირის წევრობის კუთხით?
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან შემაშფოთებელ ეტაპზე ვიმყოფებით, რომ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მათ არჩევანს არ მივყავართ ამ [ევროპის] მიმართულებით. სწორედ ამიტომ უკვე 38-ე დღეა ვხედავთ მასობრივ აქციებს (რომლებშიც 200 000-მდე ადამიანი იღებს მონაწილეობას) - ეს ყველაფერი ამის ახსნაა. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ჩვენ შეიძლება ვკარგავდეთ ძალიან მნიშვნელოვან შანსს და ეს შანსი შეიძლება მომავალში აღარ დაბრუნდეს. რაც მთავრობის პასუხისმგებლობა იქნება. ასე რომ, საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები შეშფოთებას გამოხატავენ. მაგრამ, ჩვენ კიდე გვაქვს შანსი, რადგან ახლო მომავალში, ოქტომბერში არჩევნებია და ვფიქრობ, რომ ამ დემონსტრაციებისა და ქუჩებში ხალხის ნების ძალიან ნათელი გამოხატვის შემდეგ, უნდა გვქონდეს ხალხის ნების ნათელი გამოხატულება არჩევნებზეც, რათა მან დაადასტურონ, რომ გზა რომელიც გვინდა არის გზა ევროპისკენ და არაფერი სხვა. რაც ერთგვარი რეფერენდუმი იქნება.
უახლოეს მომავალზე თუ ვისაუბრებთ, ღელავთ ძალადობის გაზრდით და მომიტინგეების დარბევით?
როდესაც 38 დღეა აქციები მიმდინარეობს (და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ ვხედავთ მომიტინგეების ძალიან მშვიდობიან პროტესტს) და ის, რომ ამ აქციების პერიოდში, ერთი მანქანაც კი არ დამწვარა და ერთი მაღაზიაც კი არ გამხდარა ვანდალიზმის ობიექტი, აჩვენებს რა ტიპის აქციებზეა საუბარი;
ჩვენ ვხედავთ ხალხს, რომელიც მღერის და ცეკვავს, მაგრამ ვხედავთ ძალადობას, რომელსაც ახორციელებს განსაკუთრებით სპეცრაზმი. ესკალაცია ყოველთვის შეიძლება მოხდეს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენმა პარტნიორებმა ზეწოლა უნდა მოახდინონ ხელისუფლებაზე შეწყვიტონ დაშინება. ჩვენ ვხედავთ, რომ აპატიმრებენ სახლებში, რადგან ისინი დაინახეს და ფოტო გადაუღეს აქციებზე. ასე რომ, ეს არის ის ზეწოლა, რომელიც დღეს ჩვენი ევროპელი და დასავლელი პარტნიორებისგან გვჭირდება. შემდეგ კი, დაგვჭირდება მხარდაჭერა, მოვემზადოთ არჩევნებისთვის.
ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამ კანონს ‘რუსული კანონი’ უწოდეთ. მივყავართ ამას იმ ფაქტამდე, რომ საქართველოში ფაქტობრივად ბრძოლაა იმაზე - ვისკენ უნდა იყოს მიმართული ქვეყანა - რუსეთისკენ თუ დასავლეთისკენ?
საქართველოში არანაირი ბრძოლა არ არსებობს. უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველო ქვეყანაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში და მათ შორის, 1801 წლის შემდეგ იბრძვის რუსეთისგან დამოუკიდებლობისათვის, ამიტომ ჩვენთვის ძალიან ნათელია ვინ არის ქვეყანა, რომელსაც უნდა საქართველოს ოკუპირება და ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობასა და განვითარებას. საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს მოსახლეობის 80%-ისათვის პირდაპირ დაკავშირებულია ევროპასთან. ვიცით, რომ ამ ორს შორის კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია, სწორედ ამიტომ არის ასეთი რეაქცია და ასეთ მხარდაჭერა ევროპული მომავლის მიმართ.
როგორ ფიქრობთ, რეალურად, რატომ სურს მმართველი პარტიის დამფუძნებელს ეს კანონი?
ეს მათ უნდა ჰკითხოთ. [კანონის დაბრუნება] აზრს მოკლებულია. მათ შეიძლება არჩევნებიც კი მოეგოთ, ეს კანონი რომ არ წარედგინათ - დეკემბერში მათი ნარატივი იყო, რომ ‘ჩვენ ევროკავშირისკენ მივიწევთ, ჩვენც ვართ ისინი, ვინც ეს შესაძლებელი გახადა [სტატუსის მიღება]’ და უცებ გვაქვს ნარატივი (რომელიც პარტიის საპატიო თავმჯდომარის ივანიშვილის, 29 აპრილის გამოსვლაში ისმის) რომელიც არის ომი ჩვენი დასავლელი და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ.
ქალბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ დაგვითმეთ დრო ინტერვიუსათვის.