ინტერვიუ EURACTIV-თან

ინტერვიუ EURACTIV-თან 

,,უცხოური აგენტების შესახებ კანონი ფუნდამენტურად ცვლის ქვეყნის ურთიერთობას მის დასავლელ პარტნიორებთან, ევროკავშირმა კი, მომავალი არჩევნები უნდა განიხილოს, როგორც თბილისთან ურთიერთობების გადაფასების საფუძველი, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროაქტივთან საუბარში.

***

თქვენ ნათლად განაცხადეთ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტოს დაადებთ, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტოა. რა იქნება ამ კანონის შედეგი ადგილობრივი მასშტაბით?

ეს კანონი, უფრო მეტია ვიდრე კანონი. თავისი სრული შინაარსითა და ფორმით, ის რუსული კანონის მსგავსია და ნათელი მცდელობაა იმისა, რომ დააშინოს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ჩვენთვის ძალიან მგრძნობიარე პერიოდში, 26 ოქტომბრის არჩევნების წინ. მიზანიც ნათელია, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები მომავალი არჩევნების მონიტორინგში იქნებიან ჩართულნი.

ეს კანონპროექტი ცვლის ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მეგობრებთან ურთიერთობის პირობებს, რადგან მათ განიხილავს როგორ დამხობისა და რევოლუციის აგენტებს, რომლებიც ცდილობენ მოქმედი მთავრობის გადაყენებას. ის მიზანში იღებს სწორედ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ეს ქვეყანა ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან აშენეს, დემოკრატიული განვითარების, სოფლის მეურნეობის, განათლების და ჯანდაცვის სფეროების ხელშეწყობით.

ის ნარატივი, რომ ,,თქვენ 30 წლის განმავლობაში გვეხმარებით, მაგრამ ახლა უცხოური გავლენის აგენტები ხართ“ -  შეუთავსებელია. ბევრ ქართველს, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილს ამა თუ იმ ეტაპზე უმუშავა საერთაშორისო, ევროპულ თუ ამერიკულ ორგანიზაციებთან. მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც გერმანულ ფონდში 15 წელი მუშაობდა. მათივე [ხელისუფლების] ლოგიკით, ეს მათაც უცხოური გავლენის აგენტებად ხდი.

მას შემდეგ, რაც ის [ეს კანონი] შარშან მისი ანტიევროპულობის გამო, მასიური დემონსტრაციებისა და კრიტიკის ფონზე გაიწვეს, მათ [ქართულმა ოცნებამ] ის ყველაზე ცუდ დროს დააბრუნა, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა და ყველაფერი სტაბილურიყო, დაძაბულობების გარეშე.

ასეთ შემთხვევაში, რატომ გააცოცხლეს ის?

ის [კანონი] მკაფიო დაბრკოლებაა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. იმის ნაცვლად, რომ ვმუშაობდეთ, რათა საქართველოს წევრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ჩვენ ვკარგავთ დროს და საზოგადოების კონსესუსს იმაზე რაც ჩვენი კონსტიტუიით მკაფიოდაა განსაზღვრული. 

ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მთვრობა და მმართველი პარტია არ არიან მოწადინებულნი გაგვიძღვნენ იმ შედეგამდე, რომელსაც წლის ბოლომდე უნდა მივაღწიოთ, რეფორმების განხორციელებით, ევროკომისიის ცხრა ნაბიჯის მეშვეობით. ამის მაგივრად, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამ კანონზე და მის შედეგებზე.

მან ასევე უფრო სიმბოლური დატვირთვა შეიძინა, რადგან აერთიანებს ყველა მიმდინარე მოვლენას, მათ შორის, ძალიან ხისტი რიტორიკა, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმია მიმართული; განსაკუთრებით, ბიძინა ივანშვილი 29 აპრილის მიმართვა, რომელიც თითქმის მის გამოცხადება იყო ჩვენი 30 წლიანი პარტნიორების წინააღმდეგ.

მსგავსი კანონი მზადდება სლოვაკეთში. უნდა იყოს თუ არა ის, რაც საქართველოში ხდება, განგაშის ნიშანი ჩვენთვის, ევროპაში? თქვენ როგორ აღიქვამთ ამ უკუსვლის ტრენდს?

ეს ნამდვილად უკუსვლის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ყველგან ვხედავთ, თუმცა, ევროპის ქვეყნებუფრო დაცულნი არიან (თავის მიმართულებებში). ვგულისხმობ იმას, რომ მარტივად ვერ დატოვებ ევროკავშირს, თუნდაც რამდენიმე არასწორი ნაბიჯი გადადგა.

ჩვენთვის, ეს ბევრად უფრო ეგზისტენციალურია, რადგან ჩვენი ევროპული მომავაი ნათლად და მჭიდროდაა დაკავირებულ ქვეყნის დამოუკიდებლობასთან. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენ ჩრდილოელ მეზობელთან პირისპირ მარტო დარჩენა ძალიან სახიფათოა. სწორედ ამიტომ არის ასეთი ხაზგასმა ყველაფერზე, რაც საზოგადოებას თავისი ევროპული მომავლისთვის უნდა. ეს არ შეეხება მხოლოდ ევროკავშირის სიკეთეებს. მათ [ხალხმა] იცის, მხოლოდ ერთი მიმართულება არსებობს, საიდანც საქართველოს მეტი უსაფრთხოების მიღება და თავის იდენტობის მეტად შენარჩუნება შეუძლია.

ევროკავშირმა მთავრობას მოუწოდა გაეწვია ეს კანონი, ან დარჩენილიყო შესაძლო შედეგების პირისპირ. რა არის თქვენი მოლოდინი ახლა ევროკავშირთან დაკავშირებით?

ერთადერთი, ვისაც ჩვენი ახლანდელი მდგომარების სურაის შეცვა შეუძლია - თვითონ ხალხია არჩევნებზე. ჩვე არჩევნებისთვის მშვიდობიანად და მშვიდად უნდა მოვემზადოთ, რაშიც ევროკავშირს თავისი როლის თამაში შეუძლია. მათ ნათელი უნდა გახადონ რა არჩევნის წინაშე დგას საქართველო ამ არევნებზე და სწორედ ასეი ტერმინები უნდა გამოიყენონ - ან [საქართველო] განაგრძობს ევროკავშირისკენ სვლას და შესაძლბლბის შემთხვევაში, სვლას აჩქარებს, ან სხვა მიმართულებით მიდის.

ევროკავშირმა უნდა მოისმინოს, არა მხოლოდ ის რას ამბობს ქუჩაში მყოფი ხალხი, არამედ ისიც, თუ რას იტყვიან ისინი არჩევნებზე, რომელიც ერთგვარი რეფერენდუმი იქნება და მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, შეაჩერებ თუ არა ის [ევროკავშირი] ვიზალიბერალიზაცი და სხვა პროცესებს.

როგორც ჩანს, ნარატივი არსებობს რომ საერთო ენის გამონახვა შეიძლება ორ მხარეს შორის. რა არის მესიჯი ბრუსელისთვის?

ვიცი, რომ არსებობს სამთავრობო ხელისუფლებასთან დიალოგის მცდელობები. თუმცა, მათი [მთავრობის] ნდობა არ შეიძლება, რადგან ეს ასე, რომ ყოფილიყო ისინი ამ ნაბიჯებს საერთოდ არ გადადგადნენ. დღეს, პრობლემა (და ეს ალბათ განსხვავებაა ბრუსელისა და საზოგადოების აღქმაში) აღარ არის მხოლოდ ეს კანონი; პრობლემა საერთო სურათია.

ჩემი ვეტო ისეთივე სიმბოლურია, როგორი სიმბოლურიც ეს კანონია. ვიცი, რომ ვეტოს დაძლევენ, მაგრამ ამას მნიშნელობა არ აქვს, რადგან მე ვეტოს დავადებ იმ ხალხის სახელით, რომელიც ქუჩაში აპროტესტებს და იმისათვის, რომ ისინი მხოლოდ ქუჩაში მდგომებად არ დარჩნენ.

ფიქრობთ, რომ სავარაუდოა, დასავლურმა გზავნილმა ,,ქართული ოცნებისტრაექტორია შეცვალოს? ზეწოლა მომედებს?

სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს არც მე და არც ქუჩაში მდგომ ხალხს, რადგან არავის სჯერა, რომ არსებობს კანონის შესაძლო ცვლილებები, რომელსაც ნამდვილად შეუძლია სიტუაციის, ან იმ მიმართულების შეცვლა, საითა მივდივართ. სწორედ ამიტომ არის საზოგადოება ქუჩაში.

ევროკავშირის მხრიდან არსებობს რამე ზომები, როგორიცაა სანქციები, რომლებიც ახლა დაეხმარება მთავრობას დაუბრუნდეს სწორ გზას?

ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სანქციებზე საქართველოზე, როგორც მთელ ქვეყანაზე, როდესაც ხალხი ევროპული დროშებით ხელშ ქუჩებში გამოდის. ეს ზომები არ შეიძლება ახლა იყოს მიღებული, რადგან საზოგადოება ახლა ქუჩებში დგას ჩვენი უფლებების დასაცავად. რაც შეეხება ინდივიდებს, პერსონალურ სანქციებს (იმიტომ, რომ ევროკავშირს უნდა ზოგიერთისთვის გაფრთხილება ნათელი გახადოს) - ამაზე კომენტარი გაკეთება ჩემი, როგორც პრეზიდენტის როლი არ არის.

თქვენ საუბრობთ ‘ევროპული პლატფორმის’ შექმნის შესახებ, რომელიც უკავშირდება საფრთხეებს რომელსაც არსებული სიტუაცია არჩევნებს უქმნის - რას გულისხმობს ეს პლატფორმა?

მე შევთავაზებ ევროპული სამოქმედო გეგმის პლატფორმას, იმ ნაბიჯებით რომელიც საქართველოს შემდეგმა პარლამენტმა უნდა მიიღოს. მე მას შევთავაზე, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს იმისათვის, რომ ისინი საერო მიზნის ირგვლი გაერთიანდნენ, მაგრამ დარჩნენ თავისუფალი, კენჭი იყარონ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, ხელს მოაწერს მას. მასში იქნება მოწოდება, რაც შეიძლება სწრაფად გაუქმდეს ყველა ის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპული რეფორმების რეკომენდაციებსა და მათ სულისკვეთებას. ამავდროულად, იქნება მოწოდება, რომ მათ [ახალმა პარლამენტმა] მოკლე ვადაში მიიღოს ახალი კანონმდებლობა, რომელიც პასუხობს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება კანონის უზენაესობას, სასამართლო სისტემასა და კორუფციას.

სხვა სიახლეები