საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის საფინანსო სექტორში მიღწეული პროგრესი და აღნიშნა, რომ ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ფისკალური დეფიციტის შემცირების კუთხით.
კრისტინ ლაგარდმა დადებითად შეაფასა ქვეყნის რეფორმატორული პოლიტიკა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ რეფორმების მიმართულებით სვლა განაგრძოს.