საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორს მიხაელ მიოლერს შეხვდა. მიხაელ მიილერმა საქართველოს პრეზიდენტს განსაკუთრებული საჩუქარი გადასცა გაეროს ბიბლიოთეკიდან - საქართველოს გაეროსთან მიმოწერის გაციფრულებული არქივის ფოტოასლები.
ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის აპარატის უფროსის, დავით ჩიკვაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია , რომ ეს ძალიან საინტერესო, დრამატული მიმოწერა და დოკუმენტები საქართველოს ჰქონდეს. შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მიხაელ მიოლერს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ და მხარეებმა განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნები.