„ენერგეტიკის საერთაშორისოსააგენტო“-ს დღევანდელი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაღალი რანგის გლობალურ კომისიას შეურთდა, რომელიც იკვლევს ენერგო-ეფექტურობის განვითარების დაჩქარებას ახალი და მძლავრი ქმედებებით.
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა 2018 წლის დეკემბერში, ენერგო-ეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალური კომისიის მეოცე წევრია. კომისიის საპატიო თავმჯდომარე ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარია.
კომისიის ახალი შემადგენლობა აერთიანებს მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს, უმსხვილესი ბიზნესის აღმასრულებელ ხელმძღვანელებს და ლიდერებს ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით მთელი მსოფლიოდან. მომავალი წლის სამოქმედო პოლიტიკისთვის განისაზღვრება ზუსტი რეკომენდაციები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ენერგოეფექტურობის განვითარების დასაჩქარებლად გამოიყენებს.
„დიდი პატივია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ უმნიშვნელოვანეს ინიციტიავაში მიიღებს მონაწილეობას,“ - განაცხადა „ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო“-ს ხელმძღვანელმა, ფატი ბიროლმა. „ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია მსოფლიოს ძალისხმევის გაუმჯობესებისთვის, რათა მდგრადი ენერგეტიკის მიზნები იქნას მიღწეული .“
„ენერგეტიკის საერთაშორისოსააგენტო“ მიიჩნევს, რომ ენერგოეფექტურობის ზუსტი პოლიტიკით, 2040 წლისთვის გლობალური ეკონომიკის მოცულობა ორჯერ გაიზრდება და ასევე შეინარჩუნებს მოხმარების იმავე დონეს რაც არის დღეს.
„ენერგეტიკის საერთაშორისოსააგენტო“-ს პროგნოზით, ეს პოლიტიკა მსოფლიოს მისცემს შესაძლებლობას გარემოს დაბინძურების არსებული დონე 40%-ით და მეტით შემცირდეს, რათა საერთაშორისო კლიმატის მიზნები იქნეს მიღწეული უკვე არსებული ხარჯების დამზოგავი ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით.
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად არჩევამდე, 2004-2005 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და 2016 წელს არჩეულ იქნა პარლამენტში. ის ასევე მუშაობდა საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში და გაეროს უსაფრთხოების საბჭოში. 2006-2015 წლებში იყო საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფეროსი პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში.