გენერალური ანსამბლეაზე, 24-30 სექტემბერს, ნიუ - იორკში თავს იყრის მსოფლიოს 100- ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე ათასი დიპლომატი.
წელს გენერალური დებატების მთავარი თემა: „სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისათვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზებაა." საქართველოს პრეზიდენტი გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით ხვალ, 25 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00 -20:30 სთ-ის შუალედში მიმართავს.