მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომელ თანამდებობასაც იგი 30 ნოემბრამდე იკავებს, აღნიშნა, რომ კომისიას საქართველოს მიმართ მხარდამჭერ პოზიციებს გაუზიარებს.
შეხვედრისას განიხილეს ასევე მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უკვე არსებული, მყარი ურთიერთობების განვითარების საკითხები.