ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში ნორვეგიის სამეფოს პრემიერ- მინისტრს, ერნა სოლბერგს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარებასთან ერთად საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნორვეგიის პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხში საჭიროა, საქართველოს პარტნიორების, მოკავშირეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობა.

ნორვეგიის პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერა და მაღალი შეფასება მისცა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონულ და საერთაშორისო ჭრილში შავი ზღვის მნიშვნელობაზე, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ქართული მხარე მიესალმა და მნიშვნელოვანი ფაქტი უწოდა თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნას და პირველი რეზიდენტი ელჩი დანიშვნას.

სხვა სიახლეები