სალომე ზურაბიშვილი „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიას ეწვია.
სამხედრო სასწავლებელში გამართული ოფიციალური დახვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი აკადემიის ხელმძღვანელს, გენერალ- ლეიტენანტ დერელ ვილიამსს შეხვდა, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად აკადემია დაათვალიერა და კადეტებთან დისკუსია გამართა, რომელსაც აკადემიის ოთხი ქართველი სტუდენტი: ბექა ბექაია, ზვიად ჯოლოხავა, ნიკოლოზ მერლანი, ლუკა ნადირაძე ესწრებოდა.
სალომე ზურაბიშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და აკადემიას ქართული, ტრადიციული საბრძოლო აღჭურვილობა უსახსოვრა.