საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ,,მსოფლიო ლიდერთა ფორუმში“, კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც ის 1972-1973 წლებში საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლაში სწავლობდა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე, რომელიც გლობალურ გამოწვევებსა და კულტურულ შესაძლებლობებს შეეხებოდა, საკუთარი გამოსვლა სოხუმის დაცემის თემით დაიწყო და რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.