საქართველოს პრეზიდენტმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან ცრუ ინფორმაციის გავლენების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს ჰარლემ დეზირს შეხვდა, რომელიც თბილისს ეუთოს მიერ ორგანიზებულ სამხრეთ კავკასიის მე-16 მედიაკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების კუთხით ქვეყანაში არსებულ ვითარებას, დეზინფორმაციის გავლენებსა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრევენციას, მედიის პლურალიზმის მხარდაჭერის, საზოგადოების პოლარიზაციის საკითხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობის თემებს.

როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს ქალი ლიდერების მონაწილეობით, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თბილისში საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო