საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოს მერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას შეხვედრა გამართა ტოკიოს მერთან, რომელთანაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილა.


საქართველოს პრეზიდენტმას მადლობა გადაუხადა იაპინიას საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა და თანამდგომა. 
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასაც და როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თბილისი ის ადგილია, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ტრანზიტული ფრენებისათვის და თუ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, ჩვენი ეკონომიკა, საჰაერო კავშირები გაძლიერდება.
მხარეებმა ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების საკითხი განიხილეს. ტოკიოს მერმა პრეზიდენტს 2020 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ძალისმიერი სპორტის სახეობებში ქართველი სპორტსმენების განსაკუთრებულ წარმატებებს გაუსვა ხაზი.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს, ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენები წარმატებით იასპარეზებენ.
მხარეებმა საქართველო - იაპონიას შორის ტურისტული მიმართულებით არსებული ურთერთობების გაღრმავის საკითხები განიხილეს და როგორც ტოკიოს მერმა აღნიშნა, ამ ურთიერთობეის განვითარებისათვის საჭიროა იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობის  გაზრდა, ამისათვის კი, გარკვეული ღინისძიებები უკვე ტარდენბა და აღსანიშნავია, რომ, იაპონიის  სკოლებში უკვე ისწავლება საქართველოს ისტორია.

,,დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ თაობებს კიდევ უფრო მეტი ეცოდინებათ საქართველოს შესახებ”, - განაცხადა ტოკიოს მერმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტოკიოს მერს აღნიშნული ატივობებისათვის და განაცხადა, რომ ეს საქართველოსათვის ეკონომიკური და კულტურული მიმართულებების მხარდაჭერის დამადასტურებელია, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორის ურთიერთგაგებას. 

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია კულტურული ურთიერთობები და ის, რომ  ტოკიოს თამაშებზე წარმოდგენილი იყოს საქართველოს კულტურა. ბევრი რამ შეიძლება ვაჩვენოთ ტოკიოს მოსახლეობას, ღვინოსთან და გასტრონომიასთან ერთად, ეს შეძლება იყოს ქართული ბალეტი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სხვა სიახლეები