საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატის თავმჯდომარეს აკიკო სანტოს და თავმჯდომარის მოადგილეს ტოშიო ოგავას შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა საკითხები პოლიტიკის, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიის პარლამენტის მრჩეველთა პალატას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია. აკიკო სანტომ აღნიშნა, რომ იაპონია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აღინიშნა საქართველოს, როგორც ეკონომიკური ჰაბის მნიშვნელობა და საუბარი შეეხო საქართველო-იაპონიას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობას.