საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოს კიბერუსაფრთხოების ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი უმსხვილეს იაპონურ კომპანიას NTT შეხვდა, რომელიც კომუნიკაციების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მუშაობს.

​შეხვედრისას საუბარი შეეხო იაპონიის გამოცდილების გაზიარებას კომუნიკაციების და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. დაიგეგმა აღნიშნული მიმართულებით კერძო და სახელმწიფო დონეზე თანამშრომლობის განვითარება. იაპონური კომპანია გეგმავს ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით შექმნილი ვითარება. კომპანია, წარმომადგენლობების მეშვეობით, საქმიანობას მსოფლიოს 9 ქვეყანაში ახორციელებს.

სხვა სიახლეები