საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ახლადარჩეულ გენერალურ მდივანს, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს მზადების საკითხს და საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.
პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა ის სამოქმედო გეგმა და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომლებიც საქართველომ თავისი თავმჯდომარეობის ფარგლებში შეარჩია.
საუბარი შეეხო ასევე საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებსა და აღნიშნულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.