საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა ისრაელში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტს მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრებისას, ისრაელის გავლენებისა და ურთიერთობების გამოყენება სთხოვა, რათა ისრაელმა შეახსენოს მათ, რომ საქართველოს მცოცავი ოკუპაცია ვერასოდეს წაადგება მშვიდობას რეგიონში. 
 
ისრაელის პრეზიდენტმა, მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმის ფარგლებში, პირველი ორმხრივი შეხვედრა დღეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა.
 
თავის მხრივ კი, ისრაელის პრეზიდენტმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობისას რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში ყურადღება გაამახვილოს უსაფრთხო ისრაელის მნიშვნელობაზე.

სხვა სიახლეები