ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის ეს გულწრფელი და მართალი მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში დადასტურებული მეგობრობაა

საქართველოს და ისრაელის პრეზიდენტებმა იერუსალიმში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ხალხებს შორის განსაკუთრებულ, გულწრფელ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
 
როგორც ისრაელის პრეზიდენტმა განაცხადა, ხალხებს შორის ეს გულწრფელი და მართალი მეგობრობა საუკუნეების განმავლობაში დადასტურებული მეგობრობაა.
 
აღინიშნა, რომ საქართველო და ისრაელი ურთიერთობის სხვა ფაზაში გადადიან, როცა უფრო მეტი ისრაელელი ეცნობა ამ ურთიერთობებს, რომლის ბაზისიც შექმნილია საქართველოში მცხოვრები ებრაელების და ქართველების ურთიერთობით.
 
ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ანტისემიტიზმის საშინელი ტალღის პერიოდში, რომელიც ევროპას და მსოფლიოს დაატყდა თავს, საქართველო ებრაელებისათვის თავისუფლების კუნძული აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველო ბევრი ებრაელისათვის თავშესაფარი გახდა და ებრაელობას არ ახსოვს საქართველოში რაიმე სახის შევიწროება და დევნა.
 
"შეხვედრისას აღინიშნა, რომ ასეთი გულთბილი, გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობები უნდა გადაიზარდოს უფრო მეტად პარტნიორულ ურთიერთობებში", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

სხვა სიახლეები