საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ისრაელის სახელმწიფოს რამდენიმე მოქალაქეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია მუზეუმში "სიონის მეგობრები" გაიმართა.
პრეზიდენტმა რივა ბაბალიკაშვილი- ჩერნოვა ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებისათვის, ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა.
თინა შიმშილაშვილი - ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებისათვის შეტანილი პირადი წვლილისთვის, საქართველოსათვის გაწეული ჰუმანიტარული საქმიანობისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კულტურის პოპულარიზაციისათვის; ხოლო ლეა ბარდანი და პნინა ბათცვი ლიპმანი - ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.