საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმზე, "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" მიღებისათვის მადლობა გადაუხადა.
მაიკ პენსმა კი აღნიშნა, რომ "აშშ საქართველოს გვერდით დგას და იდგება მუდამ!" დღეს იერუსალიმში ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმი გაიხსნა, რომელშიც 45 მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს მეთაურთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა.