საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა დღეს თელავივში საქართველოს საელჩოში ისრაელში დაბადებულ ახალგაზრდა ქართულ - ებრაულმა ჯგუფთან გამართა შეხვედრა, რომელსაც ქართველი ებრაელის ლია კრიხელის პროექტის “გაიცანი შენი შვილები” მონაწილეებიც ესწრებოდნენ.
პრეზიდენტმა შეხვედრისას, რომელსაც ინოვაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეწარმეო და საინვესტიციო, სამედიცინო და მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მრავალსაუკუნოვან ქართულ-ებრაული მეგობრობაზე, ამ ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობასა და ძლიერი კავშირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს ერთგვარი ფორუმის შექმნა შესთავაზა, სადაც წარმატებულ ქართველ-ებრაელებთან ერთად მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა სფეროს ადგილობრივი წარმომადგენლები, რაზეც შეხვედრის მონაწილეებისაგან ერთსულოვანი თანხმობა მიიღო, ამასთან ახალგაზრდებმა საქართველოს მოქალაქეებთან ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ინტერესი გამოთქვეს.