ათასობით ქართული და ევროპული დროშა ფრიალებს თბილისში. ეს საქართველოსთვის გადამწყვეტი არჩევნებია. გზასაყარზე ევროპულ გზასა და რუსეთს შორის. მომავალ კვირებშიც პოლიტიკური ბრძოლა ისევ ძალიან მწვავე იქნება. გუშინ თბილისში მანიფესტაციაზე ათასობით ათასი ქართველი მონაწილეობდა. ქართული, ევროპული და უკრაინული დროშებით ისინი რუსეთის კონტროლს და საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ, რომელშიც ხელისუფლებაში მყოფმა პარტია « ქართულმა ოცნებამ » გაიმარჯვა, რომლის სათავეშიც პრორუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. დღეს დილას გავიგეთ, რომ საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების გარკვეულ ნაწილზე ხმების ნაწილობრივი გადათვლა გამოაცხადა. ქვეყნის პროევროპელი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის მთავრობასთან დაპირისპირებაშია მასიურ გაყალბებებზე საუბრობს.
ქართველებს, რომლებმაც ევროპა აირჩიეს სურთ, რომ ევროპამ მხარი დაუჭიროს მათ, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, არ შეიძლება რომ პუტინს აქაც მივცეთ მოგების საშუალება.
ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მოითხოვეს გამოძიების ჩატარება ამ საკანონმდებლო არჩევნებზე, იმისათვის, რომ ნათელი მოეფინოს გაყალბების ეჭვებს, რომელიც უპირველეს ყოვლის სალომე ზურაბიშვილმა, ქვეყნის პრეზიდენტმა გამოთქვა.
მასთან გუშინ ჩავწერეთ ინტერვიუ. პროევროპელი პრეზიდენტი ძალიან განსაკუთრებულ სიტუაციაში იმყოფება; დაპირისპირებული საკუთარ მთავრობასთან, არჩევნებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ «რუსულ სპეცოპერაციასა» და თანამედროვე ჰიბრიდული ომის ნაირსახეობას უწოდებს.
-რუსეთმა შთააგონა და უდავოდ დაეხმარა..... ამის დადასტურება ჰიბრიდული ომის პირობებში შეუძლებელია. ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ დაგეგმა და დახვეწა გაყალბება ამ არჩევნებზე, ისე, რომ ყველა გაოგნებული დატოვა. ყველა ველოდებოდით გაყალბების გარკვეულ დონეს, რომლის კომპენსაციაც ადვილად შეიძლებოდა მოსახლეობის მიერ მისი ევროპული მომავლის დასაცავად მობილიზაციით. ეს არჩევნები რეფერენდუმის მსგავსი იყო, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აღქმული და ასე წარმოადგენდნენ მას პოლიტიკური პარტიები. ეტყობა ხელისუფლება დიდი ხნით ადრე გეგმავდა, რადგან რასაც ახლა ვასაჯაროებთ არის სისტემური დარღვევები, სხვადასხვა სახის გაყალბებების გამოყენება, ზოგი მათ შორის წარსულში ცნობილი იყო, სხვები კი, სრულიად ახალი და ეს არა მხოლოდ სისტემურად, არამედ მასიურადაც, მათ შორის, პირველად იყო გამოყენებული საქართველოში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, რომლის დანერგვა მოხდა მთლიანად ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტროლქვეშ, რომელსაც სრულიად აკონტროლებს ხელისუფლებაში მყოფი პარტია, ამაში არანაირი მონაწილეობა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ჰქონიათ, რომლებიც, როგორც იცით, რუსული კანონის მიღების შემდეგ ძალიან შეზღუდულები არიან მათ საქმიანობაში. პროპაგანდა, რომლის გაჟღერდა არჩევნებამდე არის იმ რუსული პროპაგანდის ასლი, რომელიც რუსულ ტელევიზიებში შეგვიძლია ვიხილოთ არჩევნების დროს. ჰგავს ძველ საბჭოთა აფიშებს, ხედავთ აქ კონტრასტია ნაჩვენები უკრაინულ ტრაგედიასა და ქართულ ბედნიერებას შორის. ეს შოკისმომგვრელი იყო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული გზის მიმართ არ იყო საკმარისი იმისათვის რომ გადაეძალა გაყალბების მცდელობები ?
-არა... ეს სავსებით საკმარისი იქნებოდა. 70% - 30% -ის წინააღმდეგ, ამას აჩვენებდა ყველა გამოკითხვა პროევროპული (ხმების) სასარგებლოდ პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს გაყალბებები იმდენად მასიური და დახვეწილი, ტოტალური იყო ყველა ქალაქსა და სოფელში, ამიტომ მოსახლეობის მობილიზაცია, რომელიც საკმაოდ დიდი იყო, მათ შორის, დიასპორაში, არ იყო საკმარისი და ამ ტოტალური გაყალბების საპირწონე. ეს ტოტალური ხასიათი მაფიქრებინებს, რომ იყო დახმარება იმ ძირითადი ძალის მხრიდან, რომელიც ძალიან ახლოა ჩვენს მმართველ ხელისუფლებასთან და რომლის ინტერესშია საქართველოს ევროპისგან დაცილება და ამის ყველაზე სარწმუნო გზა არჩევნების არადემოკრატიული გზით წაგებაა პროევროპული პარტიებისთვის და არადემოკრატიული გზით ძალაუფლებაში მყოფი პარტიის მიერ მოგებაა, რომელსაც ძალიან «მომხიბვლელი» საარჩევნო პროგრამა აქვს. ოპოზიციური პარტიების ლიდერებს დაკავებას ჰპირდებიან, მე განმეორებით იმპიჩმენტის პროცედურას, მაშინ როდესაც გამოკითხვებში დაახლოებით 60%-ის მხარდაჭერა მაქვს, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რუსული კანონის სრულფასოვან ამოქმედებას გვპირდებიან. ეს ნიშნავს ჯარიმებს, მოქმედების შეუძლებლობას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა ორგანიზაციებისთვის, ვისაც სხვა ქვეყნებთან აქვს კავშირი. ის ასევე დაგვპირდა თავისუფალი ქართული მედიის კონტროლქვეშ მოქცევას. ეს კალენდარი და საარჩევნო პროგრამა უდავოდ «მოხიბლავდა» საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. ამიტომ ეს არჩევნები არ არის სანდო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ორგანიზაცია ახლა დაწვრილებით განიხილავს ყველა დარღვევის მტკიცებულებას, იმისათვის რომ უკეთ აჩვენონ სრული სურათი და ამ დარღვევების სისტემური ხასიათი, რაც იმ დღესვე ძალიან რთული გამოსავლენი და გასაანალიზებელი იყო.
ყველაფრის მიუხედავად პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება პრიორიტეტად რჩება, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება 2030 წლისთვის. არ უნდა დავუჯეროთ მას ?
-ვფიქრობ, ევროპელ ლიდერებს უნდა დავუჯეროთ, რომლებმაც ბოლო ევროსაბჭოზე ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ თუ საქართველოს მთავრობა ისევე გააგრძელებდა მუშაობას, თუ არჩევნები აქ იქნებოდა თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე, საქართველო ვერ გააგრძელებდა მის ევროპულ გზაზე სვლას. ამ ევროპულ გზას პროევროპული მოსახლეობა გააგრძელებს, თუ საჭირო გახდება ახალი არჩევნებით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ დღეებში, არაფერი არ არის ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი.
ეს ბოლო შანსის არჩევნები, ბოლო იმედი არ იყო? თქვენ კიდევ გაქვთ იმედი?
არჩევნები ბოლო შანსი იყო, მაგრამ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. კიდევ ბევრი ცვლილება შეიძლება იყოს.
ევროკავშირი და აშშ გამოძიებას სთხოვენ. გამოძიება ჩატარდება არ არჩევნებზე?
ზუსტად ეს არის ერთ-ერთი საკითხი, ამაზე მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც პირდაპირ აკვირდებოდნენ არჩევნებს. უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ეს საერთაშორისო გამოძიება იმ მტკიცებულებების პოვნას, რომლების წაშლაც ვერ მოხერხდა, ეს ეხება ძირითადად ელექტრონულ სისტემას. ამ გზას მიჰყვებიან აქ არასამთავრობოები და პარტიები. ისინი კონტაქტში არიან... მგონი ჰელსინკის კომისიამ გააკეთა ეს შეთავაზება და ეს შეთავაზება სერიოზული განხილვის საგანია.
მანიფესტაციების გარდა რა დარჩა საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც არ სურს ,,ქართული ოცნება“ და ევროპისთვის ზურგის შექცევა და თქვენ, საუბრის გარდა რა დაგრჩენიათ...
-იცით, ყველა ქვეყანაში ძირითადად ერთი და იგივეა... მოსახლეობას ორი გზა აქვს მისი ნების გამოსახატად. ერთია, ხმის მიცემა და ეს გზა მას წაართვეს და მეორე - ქუჩა, მანიფესტაცია. მე მაქვს სიტყვა და მხოლოდ ეს დამიტოვეს კონსტიტუციის ცვლილებით ამ ხელისუფლებამ. ალბათ, დიდი ხნით ადრე იცოდნენ, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ, მაგრამ სიტყვას დიდი ძალა აქვს, როგორც ეს ვნახეთ გასულ თვეებში, ისევე როგორც მოსახლეობის მიერ მისი ევროპულობის დადასტურება. მესამე ელემენტია ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა. მჯერა, რომ ის გვაქვს და გაჟღერდება ევროპელი ლიდერების მიერ.
თქვენ თვითონ მიიღეთ ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა?
-დიახ. მე კავშირზე ვარ ბევრ ლიდერთან. მაგალითად, დღეს პოლონეთის ლიდერთან, ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის პრეზიდენტებთან, გუშინ შარლ მიშელთან, ემანუელ მაკრონთან, და მაია სანდუსთან ვისაუბრე. ის, რაც ხდება საქართველოში ძალიან სერიოზულად აღიქმება....
მოლდოვას პრეზიდენტი....
-მოლდოვაში მეორე ტური კარზეა მომდგარი და ძალიან მნიშვნელოვანია მას დავუჭიროთ მხარი, რომ იგივე ჩარევები არ მოხდეს მოლდოვაში. წარმატებას ვუსურვებ მას.
ეს იყო სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ tout un monde-თან.