საქართველოს პრეზიდენტის და WHO- ს გენერალური დირექტორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების რისკებისგან დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ჩავიდა.
პრეზიდენტი სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას სწრაფი რეაგირებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან საბრძოლველად ელემენტარული სამედიცინო დახმარების ჩატანისათვის.
"ამ საერთო გაჭირვების ჟამს ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოქალაქეების გვერდით", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.