"ფონდის ხელმძღვანელთან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში გადავრიცხო 30 000 ლარი ჩემი პირადი ფონდიდან, რომელიც დაახლოებით, 1 წლის წინ შეიქმნა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ქართველ ხალხს ჯანმრთელობა უსურვა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტმა ხელი დღეს ფონდის ხელმძღვანელთან ერთად მოაწერა. ფონდის ხელმძღვანელმა ნათელა მაჭავარიანმა კი, საქართველოს მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდა.