საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის N25/06/01 განკარგულებით 25 ივნისს გამოცხადდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია 10 დღის ვადაში, 8 ივლისის ჩათვლით.
კონკურსის პირობები და კანდიდატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები დეტალურად განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 25 ივნისის 25/06/01 განკარგულებით.
იხილეთ ლინკი - https://www.president.gov.ge/geo/sajaro-informacia/samartlebrivi-aqtebi/saqartvelos-prezidentis-gankarguleba-N-25-06-01.aspx