ეროვნული პრემიის კომისია 2020 წლის 15 სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად

ეროვნული პრემიის კომისია 2020 წლის 15  სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად

პრემიის მინიჭების პირობები:

აქართველოს ეროვნული პრემია (შემდეგში - პრემია) პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.

პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ეროვნულ პრემიას, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

წარდგენის წესი/სამეცნიერო ნაშრომის წარდგენისათვის დადგენილი პირობები:

პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ მეცნიერების შესაბამის დარგში.

პრემიის მოსაპოვებლად შესაძლოა ავტორთა ჯგუფის/თანაავტორთა წარდგენა.

პირი არ შეიძლება წარდგენილი იყოს ორი პრემიის მოსაპოვებლად ერთი სამეცნიერო ნაშრომის/ნაწარმოებისათვის.

პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ მეცნიერს ან/და ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაშრომი/ნაწარმოები გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. მეცნიერების შესაბამის დარგში პრემიის მოსაპოვებლად წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის/ნაწარმოების გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ.

დაუშვებელია ერთი და იმავე ნაშრომის განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაშრომი საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური ხარვეზის გამო.

მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

წარდგინება ნაშრომის აღწერა-დახასიათებითა და იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რომლებიც გახდა ავტორის პრემიის მოსაპოვებლად წარდგენის საფუძველი. დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.

  • საკონკურსო ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები და/ან სხვა მასალა ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად.
  • სამეცნიერო ნაშრომი  - მატერიალურად წარმოდგენის შემთხვევაში 9 ეგზემპლარად (მათ შორის, ერთი ორიგინალი მაინც).
  • კანდიდატის ბიოგრაფია (CV).
  • კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.

საკონკურსო განაცხადისა და თანდართული მასალის მიღების ვადა და ადგილი:

საკონკურსო განაცხადები და ნაშრომები მიიღება ელექტრონულად 2020  წლის 15  სექტემბრიდან - 16 ოქტომბრის  ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე nom.reestri.gov.ge [გრაფაში - განცხადება (ზოგადი)] ან შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით info@president.gov.ge

ხოლო ის ნაშრომი, რომელიც თავისი მოცულობის ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით, მიიღება  მატერიალურად ელექტრონული განაცხადის გადმოგზავნის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  . თბილისი, ათონელის . N25, საფოსტო ინდექსი - 0114.

საკონტაქტო  ტელეფონის ნომერი (ცხელი ხაზი): + 995 32 2288888

 

სხვა სიახლეები