ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა, ან გაგზავნა 6 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებს საკონკურსო საბუთების წარდგენა, ან გაგზავნა შეუძლიათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ათონელის ქ. №25 -ში, საკონკურსო კომისიაში, ან ელფოსტზე: info@president.gov.ge 6 ივლისის ჩათვლით.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება.

ხოლო, ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

წარსადგენი საბუთების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: 

საბუთების სრული ჩამონათვალი

სხვა სიახლეები