ინტერვიუ France 24 English-თან
სასიამოვნოა თქვენი გადაცემაში მონაწილეობა. მინდა დავიწყო იმით, თუ სად ვართ ახლა და თქვენი პოზიციით, რადგან თქვენ თანამდებობა 2018 წელს დაიკავეთ. თქვენ თანამდებობაზე ორი კვირა დაგრჩათ და თქვენი ერთ-ერთი ოცნება, თქვენი ერთ-ერთი მისია საქართველოს ევროკავშირის ნაწილად დანახვა იყო. ასე რომ, გვითხარით ბოლო 36 საათის მოვლენების შესახებ.
პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ორი კვირა არ დამრჩა, რადგან დღეს მოპარული არჩევნების, არალეგიტიმური პარლამენტის წინაშე ვდგავართ და არალეგიტიმური პარლამენტი ვერაფერს აირჩევს, გარდა არალეგიტიმური მთავრობისა და არალეგიტიმური პრეზიდენტისა. ჩემი მანდატი მაშინ დამთავრდება, როცა ახალ ლეგიტიმურ პრეზიდენტს აირჩევენ.
ეს ახალ არჩევნებზეა დამოკიდებული, რაც ქუჩაში მყოფი ხალხის მთავარი მოთხოვნაა. ახალი არჩევნების ამ ახალ მოთხოვნასთან ერთად, რაც უნდათ და რასაც ამბობენ, არის ის, რომ არ აპირებენ იმის მიღებას, რომ ქართული ე.წ. ოცნება საქართველოს რუსეთში დაბრუნებას ცდილობს. ცხადია, საქმე არაფრის გადადებას არ ეხება, რადგან საქმე საქართველოს გზის შემობრუნებასა და რუსეთისკენ გადაყვანას ეხება.
საკმარისია მოუსმინოთ ბატონ პუტინს, ბატონ დუგინს ან სხვას რუსეთში, ვინც “ქართულ ოცნებას” ამ “სიმამაცისთვის”, საქართველოს ევროპული გზის მიტოვებისთვის აქებს. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არაორდინალურია, რადგან არა მხოლოდ მასობრივი საპროტესტო აქციები გვაქვს ქუჩებში და დღითიდღე იზრდება, არამედ ეს პროტესტი საქართველოს ყველა ქალაქშია, რაც, როგორც მახსოვს, არასდროს მომხდარა. და ის ასევე საქართველოში სხვადასხვა სფეროზე ვრცელდება. ყველა სამინისტროდან, ძირითადი სტრუქტურებიდან, ცენტრალური ბანკიდან, ხალხი მიდის, ტოვებს და აპროტესტებს.
ფოთის პორტში აპროტესტებენ, რაც ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი საპროტესტო აქციას სხვადასხვა სამინისტროსა და სოციალურ სამსახურში აწყობენ. საქართველოში საზოგადოებისა და სხვადასხვა შტოების, დიპლომატიური კორპუსის ასეთი რეაქცია არასოდეს გვქონია, სადაც ხალხი დღითიდღე ტოვებს თანამდებობას.
საზოგადოება არ მიიღებს იმას, რისი გაკეთებაც ერთ მმართველსა და ერთ მმართველ პარტიას სურს, რაც საქართველოს რუსეთში დაბრუნებას გულისხმობს. ეს არ მოხდება.
თქვენ ახსენეთ ხალხი, ვინც სამსახურს ტოვებს. ვფიქრობ, თქვენ ამას ხედავთ, როგორც იმედის მომენტს, რომ იუსტიციის სამინისტროს 500 თანამშრომელი „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას ემიჯნება. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ ასევე თქვით, რომ ჩვეულებრივ თქვენი მანდატი იწურება, მაგრამ ახლა იმ მდგომარეობაში ხართ, როცა ამბობთ, რომ ის არ დასრულდება, რადგან ოპოზიციის მსგავსად ამ პროცესს არ აღიარებთ.
კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რა მოხდება შემდეგ? რადგან თქვენ ახლა პოტენციური ჩიხის წინაშე დგახართ, ხელისუფლება აშკარად ცდილობს საკუთარი კანდიდატის არჩევას, რადგან ადრე, პირდაპირი წესით ხდებოდა პრეზიდენტის არჩევა და თქვენ ქვეყანაში მეორე უპარტიო პრეზიდენტი ხართ. რა მოხდება, თუ მომდევნო ორ კვირაში არ დატოვებთ პოსტს?
ეს იგივეა, როგორც პარლამენტის შემთხვევაში. პარლამენტი არაა აღიარებული. არცერთი ოპოზიციური პარტია არ შესულა. ეს ერთპარტიული პარლამენტია, რომელსაც უფლებამოსილება არ აქვს, რომელმაც აირჩია მთავრობა, რომელსაც არ ცნობს არც მოსახლეობა და არც პოლიტიკური ძალები. და ასე იქნება პრეზიდენტიც, რომელიც, სხვათა შორის, ფეხბურთელია განათლების გარეშე და ძირითადად რეალურ პრორუსულ პარტიას წარმოადგენს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა და რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
ასე რომ, ძალიან ნათელია რა ხდება. და ამიტომაც გვაქვს ქართველი მოსახლეობის ეს მასიური, ერთსულოვანი რეაქცია, რომელიც არ გაჩერდება, მაგრამ ბატონი კობახიძე სხვა რამის თქმას ცდილობს. ეს რევოლუცია არაა. ეს მოთხოვნაა. ეს ლეგიტიმური უფლებების მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარების მიზნით, რადგან ეს არჩევნები არა მხოლოდ გაყალბებული იყო, არამედ რუსული მეთოდით სისტემატურად მოპარული ისევე, როგორც ეს რუმინეთში ნახეთ, რომელმაც ყველა გააოცა, მაგრამ საქართველოს არჩევნები უკეთესად უნდა გენახათ.
და ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა ახალი არჩევნების მოთხოვნას გააგრძელებს. ჩვენ, ყველა პოლიტიკური ძალა და მე, როგორც პრეზიდენტი და ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ევროკავშირის ტექნიკურ მისიას ვთხოვთ, რომ ჩამოვიდნენ და განმარტონ ახალი არჩევნების პირობები რა იქნება, რა უნდა გამოსწორდეს, როგორ უნდა შეიცვალოს ,,საარჩევნო კოდექსი“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. ასე რომ, გზა ძალიან ნათელია. რევოლუცია არაა, სტაბილურობაა. და თუ ამ პერიოდში საჭიროება იქნება, შეიძლება ტექნიკური მთავრობაც გვქონდეს.
თქვენ ბევრ საკითხს შეეხეთ, რომელზეც მინდა გკითხოთ, მათ შორის „მანჩესტერ სითის“ ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სურს მისი შემდეგი პრეზიდენტი იყოს, სანამ მასზე და მის ხედვებთან დაკავშირებით თქვენს მოსაზრებაზე გკითხავთ, თუ როგორ შეიცვლება სიტუაცია მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მინდა ჯერ თქვენი აზრი მოვისმინო. ევროკავშირის ლიდერებმა, დამკვირვებლებმა თქვეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა, რომ ის არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, იყო მუქარა, ბულინგი, ორმაგი ხმისმიცემა. ყველაფერი ეს დადის შემდეგამდე - ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, ხედავთ თუ არა ამ ფაქტს ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან არაფერი თქვა, რათა ხმები მიეღოთ, შემდეგ კი როცა არჩევნები დასრულდა შეხედულებები შეცვალა და მოლაპარაკებები შეაჩერა?
ამას იქიდან მოყოლებული აკეთებენ, რაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ (და არა მათი წყალობით). კანდიდატის სტატუსი ქუჩაში ქართველების პროტესტის წყალობით მივიღეთ. და მას შემდეგ მმართველმა პარტიამ მხოლოდ დააჩქარა თავისი გადაწყვეტილებები და ზომები, რომლებიც რუსეთისკენაა მიმართული. რუსული კანონი ხელახლა იქნა შემოღებული და რიგი სხვა კანონები (ლგბტ), რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ასე რომ, მათი გზა, რომ საქართველო ჩამოშორდეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს, რომელიც შეიძლებოდა გახსნილიყო, მიზანმიმართული გზაა.
ამის ერთადერთი რეზულტატი ის გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ მას 2028 წლამდე, ან რაღაც მომენტამდე გადავდებთ. აქ არავის სჯერა, რომ ამ გარიგებაში რაიმე შეფერხება, ან რაიმე იდეაა. ყველამ იცის, რომ ეს უბრალოდ გზიდან გადახვევაა.
და ისინი, ვინც ამას ნათლად ხედავენ, არიან ბ-ნი პუტინი, ბ-ნი დუგინი, ვინც „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირისკენ ზურგის შექცევისათვის გამბედაობა მიულოცა, მაგრამ ქართველი ხალხი ზურგს არ აქცევს. ქართველი ხალხი რეალურ გზაზე, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნდება.
მიხეილ ყაველაშვილი, „მანჩესტერ სითის“ ყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც პრეზიდენტობისთვის ამზადებენ და რომელიც თავს დამოუკიდებლად მიიჩნევს.
უბრალოდ აღგვიწერეთ, როგორ ხედავთ მომავალს, თუ ეს მოხდება და ის პრეზიდენტი გახდება.
როგორც აგიხსენით პარლამენტი არალეგიტიმურია. ასე რომ, არალეგიტიმური პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას, ან ლეგიტიმურ პრეზიდენტს ვერ აირჩევს. მათ შეუძლიათ ე.წ. პარლამენტში, ნებისმიერი როლი შეასრულონ. პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შესულა და არ შევა.
ეს ერთპარტიული მმართველობაა, ერთპარტიული მმართველობა, რომელიც საქართველოში არსებულ ყველა ინსტიტუტს აკონტროლებს, რომელსაც ხალხი ახლა სათითაოდ ტოვებს სწორედ ამ მიზეზით, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ არსებობს. ასე რომ, საქართველოში ისეთ განსაკუთრებულ ვითარებაში ვიმყოფებით, რომელიც არ მომხდარა.
კარგით. თქვენ ახლა იგივე სიტუაციის გაგრძელებას უყურებთ... ჩვენ მთავარზე, ბიძინაზე უნდა ვისაუბროთ... საბოლოო ჯამში, საქმე დადის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლამდე, ბიძინა ივანიშვილამდე, ამ განმარტოებულ მულტიმილიარდერამდე, რომელიც მისი სამი სახლიდან ერთ-ერთში, ამ შუშის სასახლეში ცხოვრობს, რომელიც თბილისს გადაჰყურებს.
როცა აგირჩიეს, თქვენ „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსი გქონდათ მაგრამ დამოუკიდებელი იყავით. თქვენ ბიძინა ივანიშვილთან საუბრები გექნებოდათ. ბევრი იტყვის, რომ მისი ხედვა ევროკავშირზე წლების განმავლობაში შეიცვალა. გვითხარით, რას ფიქრობთ რას აკეთებს, მიდის თუ არა პუტინისკენ, ცდილობს თუ არა საკუთარი თავის გადარჩენას, ცდილობს თუ არა თავის გამდიდრებას. რა ხდება?
რაც ხდება ისაა, რომ პარტია, რომელმაც ჩემს არჩევნებში მხარი დამიჭირა იყო პარტია, რომელმაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგინა. იმ დროს პარტიის საგარეო პოლიტიკა ძალიან ცხადი და ქართველი ხალხის მიერ მხარდაჭერილი იყო. ისინი ევროპულ, პროევროპულ, დამოუკიდებელ გზას უჭერდნენ მხარს. ამ ერთი პარტიისა და კაცის ევოლუცია ისე წარიმართა, რომ უფრო კონცენტრირებულები ძალაუფლების შენარჩუნებაზე გახდნენ.
მაგრამ უფრო და უფრო ცხადი ხდებოდა და, ალბათ, უკრაინაში ომით დაჩქარდა, რომ ეს იყო არა მხოლოდ ძალაუფლების და ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი, არამედ რუსეთისკენ მიბრუნების საკითხი. არის თუ არა ეს კრემლსა და ბ-ნ ივანიშვილს შორის არსებული ძველი კავშირების გამო, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით და რომელიც უფრო და უფრო ძლიერი ჩანს, ან იმის გამო, რომ მათ აქვთ რაიმე კომპრომისი მასზე, ან სხვა რაიმე მიზეზით, ეს ნამდვილად არ არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი.
მთავარი და ფაქტია, რომ ეს არალეგიტიმური მმართველი პარტია, ამ ერთი ადამიანის, ბატონი ივანიშვილის ლეგიტიმური მმართველობის ქვეშ ცდილობს საქართველო უკან წაიყვანოს იქ, სადაც საქართველოს არ სურს წასვლა, რომელიც რუსეთში დაბრუნებას გულისხმობს, რაღაც ფორმით საბჭოთა კავშირში. საქართველოს სურს წავიდეს განვითარების, კეთილდღეობის, ევროპის, თავისუფლების, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით.
თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტობა ძირითადად ცერემონიალურია. მთავრობა მაინც ცდილობდა თქვენს იმპიჩმენტს. როდესაც ადრე გკითხეს თქვენი უფლებების შესახებ, თქვენ თქვით, (გაეროში ანტონიო გუტერეშის ციტირება მოახდინეთ) რომ თქვენი ძალა სიტყვის ძალაა, ეს არის ის, რასაც მე და თქვენ ვაკეთებთ, ეს საუბარია. თუ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ვიცით, რა იქნება რამდენიმე კვირაში, როგორია თქვენი ხმა, რა არის თქვენი სიტყვა ევროკავშირის ლიდერებთან ახლა? შეიძლება თუ არა უფრო მეტის გაკეთება საქართველოს გარეთ, რათა სიტუაციაზე გავლენა მოახდინონ?
უპირველეს ყოვლისა, რასაც აქამდე აკეთებდნენ, ეს არის ის, რომ (საქართველოს არცერთ დემოკრატიულ პარტნიორს არ უღიარებია ეს არჩევნები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია) ისინი ტექნიკურ მისიას აგზავნიან, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მომზადებას. დღეს პრეზიდენტ დუდას ვესაუბრე და ხვალ კომისიის ახალ არჩეულ წარმომადგენლებს დაველაპარაკები და ამ დღეებში დაველაპარაკები ყველას და ყველა ჩემს კოლეგას.
მე დავრჩები, როგორც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მთავარი კონტაქტი - ლეგიტიმური კონტაქტი, რადგან სხვა ლეგიტიმური ძალა საქართველოში არ არსებობს. ჩემთან იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საბჭო, იქნება გარდამავალი სტაბილური ძალა ამ ქვეყანაში. მაგრამ ჩვენ უნდა წავიდეთ არჩევნებისკენ, რადგან საუბარი ვერ იქნება რაიმე გარდამავალის შენარჩუნებაზე, რომელიც არ მიიღებს საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმურ მხარდაჭერას. რაც შეეხება ჩემს ხმას, რომელიც ჩემი ერთადერთი ძალაა, ეს სიმართლეა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ხმა არის ის, რისი მოსმენაც დღეს საქართველოს მოსახლეობას სურს და მე ვარ, ალბათ, დღეს ყველაზე პოპულარული პოლიტიკური და დამოუკიდებელი ფიგურა ამ ქვეყანაში, ამიტომ ვაპირებ ჩემი მოსახლეობის ერთგული დავრჩე.
ქალბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.
მადლობა.