« ჩვენი მთავრობა არალეგიტიმურია »
ქვეყნის ნაწილის მსგავსად, სახელმწიფოს მეთაურმა წინააღმდეგობა დაიწყო ახალი პრორუსული აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
საქართველოში დღეები გადის და ბრაზი რჩება. ზედიზედ მეათე ღამეა და მიუხედავად არაერთი დაპატიმრებისა, გუშინ თბილისის ქუჩებში რამდენიმე ათასი პროევროპელი დემონსტრანტი მთავრობის წასვლის მოთხოვნით გამოვიდა. ოქტომბრის ბოლოს საკანონმდებლო არჩევნების გაყალბებაში ბრალდებული მმართველი პარტია დაპირისპირების ობიექტი გახდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსიების შეჩერების გამო. პრეზიდენტი, რომელსაც რეალური უფლებამოსილების არ გააჩნია, სალომე ზურაბიშვილი გახდა წინააღმდეგობის ერთ-ერთი ხმა. La tribune Dimanche-სთვის, ეს ყოფილი დიპლომატი Quai d'Orsay-დან, რომელიც გუშინ პარიზში იმყოფებოდა ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე, განიხილავს იმ ბრძოლას, რომელსაც ის „ეგზისტენციალურს“ უწოდებს.
ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა საკანონმდებლო არჩევნების ბათილობაზე, რომელიც თქვენ და ოპოზიციამ მოითხოვეთ. ბრძოლა წააგეთ?
სულაც არა, რადგან ან ბრძოლას უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხი აწარმოებს. დაკარგულია უნიკალური შანსი, რომელიც სასამართლოს სამ მოსამართლეს ჰქონდა, ქვეყანა დაებრუნებინათ საკონსტიტუციო ჩარჩოში, ეპოვათ სწრაფი და მშვიდობიანი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.
ანუ თქვენ მოუწოდებთ მოსახლეობას, გააგრძელონ აქციები?
ქუჩაში გამოსასვლელად ქართველებს არ სჭირდებათ მოწოდება... ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე იბრძოდა თავისი დამოუკიდებლობისა და ევროპელობისთვის. ის დღეს არ აპირებს დანებებას. მე მხარს ვუჭერ ამ საპროტესტო მოძრაობას. ეს აღშფოთების გამოხატვაა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ხედვის წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ლეგიტიმური, რადგან არჩევნების შედეგები აღიარებული არ არის. ამ მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. თუმცა რავის ეს მანდატი მისთვის არ მიუნიჭებია! ეს 180-გრადუსიანი შემობრუნება მით უფრო მძიმეა, რადგან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელიც მოითხოვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებას.
ხელისუფლება ამბობს, რომ ეს მხოლოდ მოლაპარაკებების გადადებაა...
ეს არასერიოზულია, მხოლოდ შეფუთვაა! მოსახლეობის მყისიერი რეაქციის შემდეგ გადაიდგა ეს პატარა ნაბიჯი უკან და ითქვა, რომ მოლაპარაკებები განახლდება 2028 ან 2030 წელს. არადა დღეს იღება კარი ევროპისკენ. ყველამ იცის, რომ ხვალ შეიძლება ასე აღარ იყოს. ამასობაში კი რუსეთი ქულებს იწერს.
იმიტომ რომ ხელისუფლების უკან მოსკოვის ხელი შეიძლება იყოს?
ძალიან ძნელია ამის გაგება. მაგრამ ცხადია, ეს არის რუსული სტრატეგია, რომელიც მდგომარეობს ჰიბრიდული ომის გზით მიდის მიზნისკენ. ეს არის ასევე ის, რასაც ამჟამად ხორციელდება რუმინეთში, რაც რამდენიმე კვირის წინ მოლდოვაში ჩავარდა სულ მცირე სხვაობის წყალობით და რასაც ვხედავთ სომხეთში და აზერბაიჯანში.
ახლანდელი სცენარი განსაკუთრებით მოგვაგონებს იმას, რაც მოხდა უკრაინაში 2013 წელს...
იმიტომ რომ რუსული სტრატეგია ყველგან ერთნაირია. მაგრამ არის სხვადასხვა რეაქციები, ეროვნული სპეციფიკიდან გამომდინარე. წინააღმდეგობა, რომელიც გავუწიეთ საქართველოში საუკუნეების მანძილზე არ არის იგივე, რაც უკრაინაში. დღეს ეს წინააღმდეგობა უპირველეს ყოვლისა ქუჩებში ვლინდება. ეს დემონსტრაციები სპონტანურია, მათ არავინ არ აკონტროლებს.
თუმცა ხელისუფლება უცხო ძალების მხრიდან მანიპულაციაზე საუბრობს....
ეს რუსული პროპაგანდაა! ეს ტერმინები გამოიყენება ყოველ ჯერზე, როცა მოსკოვი სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს.
ნერვიულობთ თქვენს ქვეყანაზე, თუ ხელისუფლება ამ გზას გააგრძელებს?
დღეს უფრო ქართული ოცნება, (უმრავლესობის პარტია) და მთავრობა უნდა ნერვიულობდეს. ისინი კარგავენ მხარდაჭერას. პროვინციულმა ქალაქებმა გაიღვიძეს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა იპყრობს ადმინისტრაციას. კერძო სექტორიც ეკლესიაში გარკვეული წრეების მსგავსად ამოძრავდა რაც ხშირად არ ხდება.
ეს საკმარისი იქნება ხელისუფლების დასამორჩილებლად ?
რამდენადაც ის თვლის, რომ ქუჩის ოპოზიცია შეიძლება იყოს რეპრესირებული და ეს მისთვის ბევრს არაფერს ცვლის, საჯარო სექტორში არსებული წინააღმდეგობა და გადადგომები, რასაც ჩვენ ვხედავთ, იწვევს იმ სტრუქტურის რღვევას, რომელზეც ხელისუფლებაა დაფუძნებული . ამას ემატება განხეთქილება თავად პარტიაში. და არის გარე ზეწოლა, სანქციები, რომლების რისკიც არსებობს. ზეწოლათა ერთობლიობა განხორციელდება ხელისუფლებაზე, რომელიც თავის თავში იკვეთება. თავის გადასარჩენად ის შეეცდება კომპრომისებზე წასვლას, რომლებიც პოლიტიკური გზით წავა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედი მაქვს.
და ასე რომ არ მოხდეს ?
მაშინ არის რისკი იმის, რომ მოხდება მოძრაობის რადიკალიზაცია. და ეს ყველასთვის საშიშია, დაწყებული ხელისუფლებით, რადგან ეს, როგორც წესი, ცუდად სრულდება. ასევე ცუდი იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის, რომელთაც დამატებითი კრიზისი არ სჭირდებათ.
თვლით, რომ ევროპელების რეაქციები მოწოდების სიმაღლეზეა ?
რეაქციები მატულობს რეპრესიების გაძლიერებასთან ერთად. პოლიტიკური ლიდერები დააკავეს, მათი გენერალური შტაბები გაჩხრიკეს. ვითარება რთულდება. დაკავების ადგილებში წამებაზე თავად სახალხო დამცველმა ისაუბრა. ეჭვი არ მეპარება, რომ რეაქცია უფრო მწვავე გახდება ბრიუსელში და ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან ჩვენ კიდევ უფრო წინ წავალთ დეკემბრის თვეში.
თქვენი მანდატი სრულდება თვის ბოლოს. აპირებთ თუ არა თქვენი ფუნქციების დატოვებას ?
არა, მე არ წავალ, რადგან კონსტიტუციის თანახმად, რომელსაც პატივს ვცემ, ჩემი მანდატი მაშინ სრულდება, როდესაც ახალი პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია მოხდება. თუმცა, ეს პარლამენტი, სადაც არცერთი ოპოზიციური პარტია არ არის წარმოდგენილი, არის არალეგიტიმური არჩევნების შედეგი. ასე რომ, ის არ არის ლეგიტიმური და არც პრეზიდენტი, რომელსაც აირჩევს, არ იქნება ლეგიტიმური. ამ ვითარებაში ვიღაცამ უნდა განასახიეროს ძალაუფლების ლეგიტიმაცია და უწყვეტობა, თუ არ გვინდა, რომ ქვეყანა არასტაბილურობაში ჩავარდეს.
სადამდე წახვალთ ან დაპირისპირებაში ?
საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე. იმ დღეს, როცა ბ-ნი ივანიშვილი [ქართული ოცნების ლიდერი] მიხვდება, რომ მან უნდა გადააყენოს თავისი პრემიერ-მინისტრი, რადგან მან ვერ შეძლო ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, მე ვალდებული ვიქნები ორ კვირაში დავნიშნო კენჭისყრა.
გეშინიათ იმის, რაც შეიძლება მოხდეს ?
ამ ქვეყანაში არავის ეშინია, და არც მე, სხვებზე მეტად. ეს არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის ზედმეტად ეგზისტენციალურია იმისთვის, რომ შიშისთვის ადგილი დარჩეს.