ინტერვიუ L'Express-თან

ინტერვიუ L'Express-თან 

«ეს ომის გამოცხადებაა» : საქართველოს პრეზიდენტის განგაში რუსული გავლენის პირისპირ

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც მანიფესტანტებს უჭერს მხარს, 26 ოქტომბრის საკანონმდებლო არჩევნების გაუქმებას მოითხოვს.  ის მის ქვეყანაში რუსულ გავლენებს გმობს.

თბილისში ხელისუფლების წინააღმდეგ მობილიზება კვლავ ძლიერია, პოლიციის ძალების მზარდი სისასტიკის მიუხედავად. პარლამენტის წინ ერთი კვირის განმავლობაში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ. მათ წინააღმდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს მანდატის დასრულებაზე, რომელსაც ვადა დეკემბრის შუა რიცხვებში ეწურება.

ქართულ სისტემაში პარლამენტი ირჩევს მომდევნო პრეზიდენტს. ბოლო საკანონმდებლო არჩევნები გაყალბდა, ამბობს ეს დარწმუნებული პროევროპელი. „სანამ ჩვენ არ გვყავს ლეგიტიმური პარლამენტი, არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური პრეზიდენტი“, - განუცხადა მან l'Express-ს. ის ახალი არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდებს.

L’Express : ზეწოლა მატულობს, მაგრამ მოძრაობა არ სუსტდება...

სალომე ზურაბიშვილი : არა. ის სრულიად სპონტანურია, ქვეყნის ყველა ქალაქში ვრცელდება და არ არის პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული. ქვეყანაში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მსგავსი მოძრაობა არასოდეს ყოფილა.

როგორ გაიზარდა პროტესტი ?

ცხადია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასიურად და სისტემურად გაყალბდა, დახვეწილი და დიდი ხნით ადრე მომზადებული სისტემის მიხედვით, რომელსაც რუსული სპეცსამსახურების ხელწერა აქვს. ეს ჰიბრიდული საარჩევნო ომი რუსეთის ახალი სტრატეგიაა, მან ის ასევე მოლდოვაში გამოიყენა, მაგრამ დიასპორის ხმებმა გადაწონა. ეს სამწუხაროდ ასე არ მოხდა საქართველოში. არჩევნებამდე მიღებული საარჩევნო პროცედურების გამო, უცხოეთში მცხოვრებმა  მილიონმა ქართველმა ხმა ვერ მისცა.

შემდეგ ხელისუფლებამ პროვოკაციებს მიმართა. მომავალ პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა პირი, რომელიც უცხოური გავლენის შესახებ კანონის სათავეში დგას, რამაც გასულ გაზაფხულზე მასიური პროტესტების ტალღები გამოიწვია. 28 ნოემბერს მან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის  2028 წლამდე გადადება გამოაცხადა.  ეს ომის გამოცხადებაა.

რატომ არ მოხდა ამ მოსალოდნელი გაყალბებების წინასწარ განჭვრეტა?

ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოსახლეობის მობილიზაცია გაყალბების კომპენსაციისათვის საკმარისი იქნებოდა. მაგრამ, მართალია, არავინ ელოდა მის მასიურ და სისტემატურ ხასიათს. იმდენად გაგვაოცა, რომ შედეგების გამოცხადებას მოსახლეობის ერთგვარი კოლექტიური დეპრესია მოჰყვა, რადგან ისინი ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებას ელოდნენ.

რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს, სახელისუფლო პარტია ქართულ ოცნებასა,  და კრემლთან  დაახლოებულ ოლიგარქს ?

ის ცენტრალური ფიგურაა, რომელიც იღებს ყველა გადაწყვეტილებას. რეალური კითხვა, რაზეც ჩვენ არ გვაქვს ხილვადობა, ეხება მის გადაწყვეტილებებს ; ის მათ  ძალაუფლების სათავეში თავისი პოზიციის შესანარჩუნებლად იღებს, თუ მათ მას ჩვენი « ჩრდილოელი მეზობელი » (რედაქტორის შენიშვნა: ვლადიმირ პუტინი) კარნახობს.

ზოგი შიშობს, რომ მანიფესტაციები რუსული ინტერვენცია გამოიწვიოს. რას უპასუხებთ მათ ?

ამ საფრთხეს რეგულარულად აფრიალებს პროპაგანდა, რომელიც ცდილობს შიში გამოიყენოს, იმისათვის, რომ მოსახლეობა მიიყვანოს იმ სიტუაციის მიღებამდე, რომელიც შესაძლოა უარესი იყოს! რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საფრთხე არ არსებობს. საქართველომ საკმარისი რაოდენობის შეტევა განიცადა რუსეთის მხრიდან, იქნება ეს იმპერიული, საბჭოთა თუ თანამედროვე, იმისათვის, რომ, არასოდეს თქვა არასოდეს! თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ არის მოსკოვის მიერ არჩეული სტრატეგია, ის, როგორც ჩანს, უპირატესობას ამ ჰიბრიდულ შეტევას ანიჭებს. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს სამოქმედო გეგმა, ის ქართველებს არასოდეს შეაკავებს. რომ გვეშინოდეს, ევროინტეგრაციის გზას ვერასოდეს ავირჩევდით. დღეს ქართველი ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს და მას სურს, რომ მას მისი  ევროპული მომავალი დაუბრუნონ. ერთ მნიშვნელოვან რამეს დავამატებ: იმის საპირისპიროდ, რასაც პროპაგანდა აცხადებს, არ არსებობს ორი, ერთმანეთთან დაპირისპირებული საქართველო. დღეს მოსახლეობის 80%-ს ევროინტეგრაცია სურს, დანარჩენი 20% კი ხელისუფლებასთანაა დაახლოებული პირადი ინტერესების გამო, მაგრამ , მიუხედავად ამისა, არ არის რუსეთის რიგებში დაბრუნების მომხრე.

ევროპა, ამ ჰიბრიდულ ომში, საკმარისად გეხმარებათ ?

ქართველებმა დეზინფორმაციის მეთოდები კარგად იციან, სამოცდაათი წელია საბჭოთა პროპაგანდას განიცდიან... მაგრამ, მართალია, თავის დაცვის ცოტა საშუალება გვაქვს. ჩვენ ძლიერი საშუალებები გვჭირდება. მიუხედავად ამისა, მე ვურჩევდი ევროპულ ქვეყნებს, ბრძოლაში ჩადგნენ ამ ჰიბრიდულ ომში წინააღმდეგობის გაწევაში, რომელიც ასე უყვარს რუსეთს - რადგან ის ბევრად ნაკლები ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი კონფლიქტი და ძალიან ეფექტურია...

მაშინ, როცა ევროპელებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი გასულ ზაფხულს შეაჩერეს, ამერიკელებმა ახლახან შეაჩერეს სტრატეგიული პარტნიორობა. საკმარისია თუ არა ეს ზომები?

მოსახლეობა ასევე ელოდება ინდივიდუალურ სანქციებს ყველა იმ  პირისთვის, ვინც დააორგანიზა - და გააყალბა - არჩევნები და ვინც მონაწილეობდა რეპრესიებში. და ისინი ძალიან მრავალრიცხოვანი არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, გზავნილი ქართველების მისამართით იქნება: ჩვენ ვსჯით ქვეყანას, მაგრამ არ ვსჯით დამნაშავეებს. ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, რომელიც სანქციებ დღემდე არ ექვემდებარება.

და მას ჯერ კიდევ აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა.

დიახ, მაგრამ ჩემი ადგილი არ არის ამაზე კომენტარის გაკეთება. ჰკითხეთ საფრანგეთის ხელისუფლებას...

როგორ ხედავთ ამ კონფლიქტის გაგრძელებას ?

ძალაუფლების პირისპირ, რომელიც ფლობს რეპრესიულ იარაღს და საკუთარ თავზეა ორიენტირებული, ქართული საზოგადოება ცდილობს დაინიშნოს ახალ არჩევნებ ევროპელების დახმარებით. შემდეგ მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუკეთებია დასკვნა. თუ ის აღიარებს კონსტიტუციის დარღვევებს და გააუქმებს კენჭისყრას, ჩვენ დავუბრუნდებით წინა პარლამენტთან და მთავრობასთან არსებულ სტატუს კვო-ს. ხანმოკლე გარდამავალი პერიოდის შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ ახალ არჩევნებს. ეს არის ის, რასაც ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ და ამას მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მოსახლეობას შეეძლება მოითხოვოს ვადამდელი არჩევნები. ეს ბევრად უფრო რადიკალურ ხასიათს მიიღებს, არავის სურს ასე შორს წასვლა.

სხვა სიახლეები