საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხმა მისცა ახალ საქართველოს.
,,მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომლისთვისაც ჩამოვედი ამ ქვეყანაში 22 წლის წინ; მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობდნენ ჩემი წინაპრები; ხმა მივეცი იმ საქართველოს, რომელზეც ლოცულობს მთელი საქართველო.
ჩვენ საღამოს ყველა გამარჯვებული ვიქნებით, დამარცხებული არავინ იქნება რადგან გაიმარჯვებს საქართველო!" - განაცხადა პრეზიდენტმა.