საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიული კომპანიის Stadler Rail აღმასრულებელ დირექტორს, პიტერ შპულერს შეხვდა

საუბარი შეეხო კომპანია Stalder Rail-ის საინვესტიციო გეგმებს საქართველოში, სარკინიგზო მატარებლების მოდერნიზაციისა და ადგილობრივი წარმოების საკითხებს. 

შეხვედრისას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ შპულერმა ისაუბრა, მატარებლების და საჭირო ნაწილების ადგილობრივი ასაწყობი ხაზის შექმნის შესაძლებლობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მატარებლების პარკის მოდერნიზაციას,  სარკინიგზო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ადგილობრივი სპეციალისტების დასაქმებას. 

პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს მიმართ გამოცდილი კომპანიის ინტერესს და აღნიშნა, რომ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იქნას გაწეული იმისათვის, რომ მოვიზიდოთ მეტი უცხოური ინვესტიცია, მათ შორის ევროპული ბაზრებიდან.

კომპანია Stalder Rail-ი  80 წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სამგზავრო და სატვირთო მატარებლებს აწარმოებს.

 

 

სხვა სიახლეები