საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან და თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრებისას განხილული იყო 21-23 იანვარს ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის საკითხები და თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული ვიზიტი საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის.