საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა კახის რაიონში, სოფელ ალიბეგლოში ქართული სკოლის გახსნის გამო.
თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს აზერბაიჯანის მხარდაჭერა, როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობარმა და სტრატეგიულმა პარტნიორმა.
სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს ასევე მადლობა გადაუხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის საარჩევნო პროცესში საქართველოს კანდიდატურის მხარდაჭერისათვის. სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.