საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურბიშვილი ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს გაეროს ფორმატში გართულ რამდენიმე სამიტში.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კახა იმნაძის განცხადებით, წლევანდელი გენერალური ასამბლეა უნიკალურია სწორედ იმით, რომ რამდენიმე სამიტი ტარდება. მათ შორისაა ჯანდაცვის უნივერსალურ დაზღვევასთან დაკავშირებული სამიტი და მდგრადი განვითარების თემებთან დაკავშირებული სამიტი.
კახა იმნაძის თქმით, ამ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან, უნივერსალური ჯანდაცვის თემა ითვალისწინებს, იმას რომ ჯანდაცვა იყოს ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და არავინ დარჩეს ჯანდაცვის გარეშე. რაც მთავარია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების გამო ადამიანს სიღარიბეში არ მოუწიოს ცხოვრება.
,, საგულისხმოა, რომ მსოფლიოსათვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებები საქართველომ და ტაილანდმა წაიყვანეს. ასეთ დროს ქვეყანა კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება, როგორც პატარა სახელმწიფო რომელიც მნიშვნელოვან თემებზე გამოდის მთავარ მომლაპარაკებლად",- განაცხადა კახა იმნაძემ.