პრეზიდენტმა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა 2019 წლის 1 ოქტომბერს ხელი მოაწერა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში და თანმდევ კანონებში ცვლილებების თაობაზე კანონებს.
 

ცვლილებების მიზანია გაზარდოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტიანობა, აღმოფხვრას არსებული ხარვეზები და ხელი შეუწყოს პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომის დამკვიდრებას. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აღნიშნულ სფეროში მოქმედი რეგულაციების დახვეწას და არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. განხორციელებული ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა უფრო მეტად დაუახლოვდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სფეროს მარეგულირებელ პროგრესულ და ეფექტურ რეგულაციებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას. 

სხვა სიახლეები