საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება თბილისში უროლოგთა პირველი რეგიონული კონგრესის ჩატარებას

 

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და კავკასია - ცენტრალური აზიის ქვეყნების უროლოგთა პირველ რეგიონულ კონგრესს, მხარს უჭერს ასეთ მასშტაბურ ინიციატივას და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივები ხელს შეუწყობს რეგიონული მასშტაბით თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას და საქართველოში ამ დარგის კიდევ უფრო განვითარებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.


8 ქვეყნის ერთობლივ სამეცნიერო კონგრესში მონაწილეობდნენ ასევე ევროპის წამყვანი სპეციალისტებიც ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან.

ღონისძიება საქართველოში სამეცნიერო და სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და რეგიონში საქართველოს როლის წარმოჩენას ემსახურება. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია კონგრესის მონაწილეთათვის იმ სამედიცინო სერვისებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობა-შეთავაზება, რომელიც დღეისათვის კავკასია ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სწორედ საქართველოშია გამორჩეულად განვითარებული. კონგრესი ქართველი ექიმებისათვის საგანმანათლებლო მნიშვნელობასაც ატარებს.

სხვა სიახლეები