საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიესალმება შედეგს, რომელიც პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას აზერბაიჯანში ვიზიტს მოჰყვა.
"ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად.
აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები,"- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში