საქართველოს პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი წელს გორში ჩატარდება

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი წელსაც რეგიონში გაიმართება. წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრში 6 იანვარს 17:00 საათზე ჩატარდება და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს.
 

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე დასწრების ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება მოუსმინოს ქართული ესტრადის ვარსკვლავებსა და გორის თეატრის მსახიობებს, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.
 

იმის გათვალისწინებით, რომ გორელები ყოველთვის განსაკუთრებულად ეკიდებოდნენ ქართულ ფოლკლორსა და ქართულ საგუნდო სიმღერას, მაყურებლის წინაშე 6 იანვარს წარდგებიან ასევე: გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი.

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრები დაურიგდებათ.
 

სხვა სიახლეები