​პრეზიდენტი პოლიტიკურ დიალოგსა და შერიგების პროცესებში ჩართვისათვის კიდევ ერთხელ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ოპონენტებს დიალოგის განახლების გზების გამონახვასთან დაკავშირებით ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ელჩი კრისტიან ურსი, აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიხაელ ფაბრი ესწრებოდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სრული მზადყოფნა გამოთქვა პოლიტიკური დიალოგისა და შერიგების პროცესებში ჩართვისათვის.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან