​საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა, რომელიც მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.
გელა გიორგაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში 1994-1998 სწავლობდა. მიღებული აქვს ისტორიის მასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2000-2005 წლებში სწავლობდა ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტში (ბუნდესვერის სამხედრო უნივერსიტეტი), მიღებული აქვს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სამხედრო განათლება გელა გიორგაძემ 1994-1998 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გაერთიანებული სამხედრო აკადემიაში მიიღო, 1995-1997 წლებში გაიარა ბუნდესვერში (გფრ-ა) ოფიცრის სრული კურსი, 2016 წელს კი ამავე სასწავლებელში - სამეთაურო - საშტაბო კურსი.
 
სამუშაო გამოცდილება

 
1998-1999            სასწავლო ცენტრი ქ. გორი, ოცეულის მეთაური
 
1999-2000            სამხედრო პოლიტიკისა და ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველო, ოფიცერი
 
2005-2006            I ქვეითი ბრიგადა, G-3 ოპერატიული დაგეგმვის ოფიცერი
 
2006-2007            J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი, ოფიცერი (სამშვიდობო მისიები)
 
2007-2009            J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი, ოფიცერი/უფრ.ოფიცერი/განყ. უფროსი
 
2009                     განათლების დეპარტამენტი, "ნატო"-ში ინტეგრაციისა და სამხედრო თანამშრომლობის სამმართველო, სამმართველოს უფროსი
 
2009-2010            წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, G-5 "ნატო"-თან ურთიერთობის სამმართველო, სამმართველოს უფროსი/სარდლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი
 
2010-2012            თავდაცვის ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და რუმინეთში
 
2012-2013            J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი 
 
2013-2016            თავდაცვის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში
 
2016-2017            J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტი, უფრ. ოფიცერი
 
2017-2018            საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, "ნატო"-თან ურთიერთობის სამმართველო, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი), განყ. უფროსი
 
2018-2019            საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი/თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილის უფროსი თანაშემწე
 
01.10.2019           თადარიგის ოფიცერი
 
 
 
სამშვიდობო მისიები
 
 
 
2005-2006            კოსოვო, მეკავშირე ოფიცერი
 
2007-2008            III-ე ქვეითი ბრიგადა, ალ კუტი, ერაყის რესპუბლიკა, სამხედრო-სამოქალაქო ჯგუფის მეთაური
 
2018-2019            მტკიცე მხარდაჭერის მისია/უფროსი სამხედრო მრჩეველი
 
 
 
ჯილდოები
 
 
 
ნატო-ს მედალი;

ბუნდესვერის ღირსების მედალი;
 
მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (III ხარისხი);
 
მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი);
 
მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი);
 
მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“;
 
მედალი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“;
 
ნატო-ს მედალი, მტკიცე მხარდაჭერის მისია;

აშშ-ს ღირსების მედალი;

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი დაჭრილ მეომრებსა და ვეტერანებს - თქვენ ყველგან იჩენთ სიმამაცესა და იმ თავდადებას, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ქართველობის ნიშანი, ჩვენმა საზოგადოებამ კი ამისათვის ყოველდღიურად უნდა გამოხატოს მადლიერება

პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისათვის 13 არტილერისტი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა