​საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სენაკის სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სენაკის სამხედრო ბაზაზე II ქვეითი ბრიგადის სწავლებას დაესწრო, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის GDRP-ის ფარგლებში გაიმართა.
პრეზიდენტმა ბაზაზე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობა მოინახულა, საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს სიძლიერე ქართულ ჯარზე დგას. 
დასავლეთ სარდლობის სარდალმა პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს დასავლეთ სარდლობის შემადგენლობა წარუდგინა და საინფორმაციო ბრიფინგის სახით მიაწოდა ინფორმაცია სარდლობის ისტორიის, ამოცანის, სტრუქტურისა და ძალთა სისტემის შესახებ, ასევე დაგეგმილი და მიმდინარე სამშვიდობო მისიების, წვრთნებისა და სწავლებებისა შესახებ.
პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი დაჭრილ მეომრებსა და ვეტერანებს - თქვენ ყველგან იჩენთ სიმამაცესა და იმ თავდადებას, რომელიც იყო და ყოველთვის იქნება ქართველობის ნიშანი, ჩვენმა საზოგადოებამ კი ამისათვის ყოველდღიურად უნდა გამოხატოს მადლიერება

პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისათვის 13 არტილერისტი, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა