პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დღეს სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დღეს სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც "სისხლის ნაციონლური ბანკის" ორგანიზებით გაიმართა.
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები სისტემატიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მოქმედი სისხლის ბანკების სხვადასხვა აქციებში, რითიც გამოხატავენ თანადგომას იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ და მხარს უჭერენ საზოგადოებაში სისხლის უანგარო დონაციის კულტურის დამკვიდრებას.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან