პრეზიდენტმა და ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. საუბრისას ასევე განიხილეს შემდეგი ეტაპები და ამ ეტაპების წარმატებით გავლისთვის საჭირო ნაბიჯები.
 
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ლუგარის ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი როლი ეპიდემიოლოგიური ვითარების პირველი ეტაპის წარმატებით გავლასა და კორონავირუსთან ბრძოლის სამომავლო ნაბიჯების მართვაში. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ამ ყველაფერში ლუგარის ლაბორატორიის როლი დასაფასებელია.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან