საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლეჩხუმს ეწვია

სალომე ზურაბიშვილმა ლეჩხუმში, სოფელ ოყურეშში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ენდემური ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახი და მანაგაძეების მარანი მოინახულა, სადაც უსახელოურის ნახევრადტკბილ, წითელ ღვინოს ამზადებენ.

როგორც გიორგი მანაგაძემ განაცხადა, ღვინო გამოირჩევა თავისი კეთილშობილი, არომატული თვისებებითა და გემური მაჩვენებლებით. აღნიშნული ჯიშის ყურძენი მოდის მხოლოდ ამ მიკროზონაში და ძირითადად სოფელ ოყურეშში. ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებში, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

,,ღვინოს ორგანული მეთოდით ვამზადებთ. ვენახსაც, რა თქმა უნდა, ორგანული მეთოდით ვუვლით. ერთმა ძირმა ვაზმა მხოლოდ ორი კილო შეიძლება მოისხას, თუ გვინდა, რომ დავამზადოთ უმაღლესი ხარისხის ღვინო“ - განაცხადა გიორგი მანაგაძემ. პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან