საქართველოს პრეზიდენტმა ლეჩხუმში რაჩხას ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისაგან გაშენენებული ვენახები მოინახულა

პრეზიდენტმა რაჩხას ჩანჩქერი მოინახულა, რომელიც სოფელ ისუნდერში მდებარეობს, წყალი მთიდან მოედინება და ცხენისწყალში ჩადის.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე მოინახულა მურის ციხე, რომელიც კლდოვან ქედზეა აშენებული. ამ ადგილიდან კარგად მოჩანს მდინარე ცხენისწყლის ხეობა და ქვემო სვანეთის სოფლები.

სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე ესტუმრა სოფელ ოყურეშს და ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ენდემური ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახი და მანაგაძეების მარანი მოინახულა, სადაც უსახელოურის ნახევრადტკბილ წითელ ღვინოს ამზადებენ.

როგორც გიორგი მანაგაძემ განაცხადა, ღვინო გამოირჩევა თავისი კეთილშობილი, არომატული თვისებებითა და გემური მაჩვენებლებით. მოდის მხოლოდ ამ მიკროზონაში და ძირითადად სოფელ ოყურეშში. ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებში, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა.

სხვა სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი - თანამედროვე ხელოვნება ჩვენი აწმყოსა და მომავალი თაობებისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ამით ჩვენ დიალოგში შევდივართ სხვა ევროპულ ქვეყნებთან